შინაარსზე გადასვლა

ლანგანოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლანგანოს ტბა
Hora Langaanoo
ላንጋኖ ሐይቅ
კოორდინატები: 7°36′00″ ჩ. გ. 38°43′00″ ა. გ. / 7.60000° ჩ. გ. 38.71667° ა. გ. / 7.60000; 38.71667
მდებარეობა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
სიმაღლე ზღვის დონიდან 1 585 
სიგრძე 18 კმ
სიგანე 16 კმ
ფართობი 230 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 46 
ლანგანოს ტბა — ეთიოპია
ლანგანოს ტბა

ლანგანოს ტბა (ორომ. Hora Langaanoo; ამჰარ. ላንጋኖ ሐይቅ) — ტბა ეთიოპიაში, ორომიას რეგიონში. მდებარეობს ადის-აბებადან სამხრეთით, 200 კილომეტრში,[1] აბიჯატას ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1585 მეტრზე.

ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს (CSA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლანგანოს ტბის სიგრძე 18 კილომეტრია, სიგანეა 16 კმ, ზედაპირის ფართობი 230 კმ², მაქსიმალური სიღრმე კი 46 მეტრი[2]. ტბის წყალშემკრები ფართობი 1600 კმ²-ია. ლანგანოდან გამოედინება მდინარე ჰორა კალო, რომელიც ჩაედინება აბიჯატას ტბაში.[3]

ვინაიდან ტბაში ვერ შევხვდებით შისტოსომოზის გამომწვევ პარაზიტებს, განსხვავებით ეთიოპიის სხვა მტკნარი ტბებისგან, იგი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის. ტბა ყავისფერია, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი არ არის სუფთა, თუმცა, ეს ასე არ არის, უცნაური შეფერილობა გამოწვეულია ტბაში მინერალების სიუხვით, მათ შორის გოგირდის. ტბის ირგვლივ მრავალი კურორტია გაშენებული და პოპულარულია წყლის სპორტი.

ტბის გარშემო მრავალფეროვანი ველური ბუნებაა, აქ შევხვდებით ბეჰემოტებს, მაიმუნებს, ბაბუინებს, ტახებსა და ფრინველების უამრავ სახეობას.

  1. Neumann, "From the Somali Coast through Southern Ethiopia to the Sudan", Geographical Journal, 20 (October 1902), pp. 373–398
  2. CSA 2005 National Statistics დაარქივებული 2008-07-31 საიტზე Wayback Machine. , Table A.2
  3. Robert Mepham, R. H. Hughes, and J. S. Hughes, A directory of African wetlands, (Cambridge: IUCN, UNEP and WCMC, 1992), p. 159