ლანა ღოღობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:24, 22 იანვარი 2015-ის ვერსია, Henry McCleanBot (განხილვა | წვლილი) (clean up, replaced: ინფოდაფა მსახიობი → ინფოდაფა პიროვნება, | სურათი → | ფოტო (2), | დაბადების სახელი using AWB)
ლანა ღოღობერიძე
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1928
თბილისი
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1957-1992
მეუღლე(ები) ლადო ალექსი-მესხიშვილი

ლანა ღოღობერიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1928, თბილისი), ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979)

ბიოგრაფია

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ისწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

მის პირველ მხატვრულ ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (1961) გაერთიანებულია სამი ნოველა, რომლებშიც XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ქართველ ქალთა სახეებია მოცემული. ასევე ქალის ბედსა ეხება მისი მეორე ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სადაც მთავარი როლი მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა.

1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა. ხოლო 1988 წლიდან კი სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. თავისი თემის ერთგული დარჩა ლანა ღოღობერიძე ფილმებშიც: „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „ორომტრიალი“ (1986) და „ვალსი პეჩორაზე“ (1992).

ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, ტაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები.

პოლიტიკა და დიპლომატია

1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

ფილმოგრაფია

ლანა ღოღობერიძე არის ყველა იმ ფილმის სცენარის თანაავტორი, რომლის რეჟისორიცაა:

პრიზები

რესურსები ინტერნეტში