ლამორალ ეგმონტი
ლამორალ ეგმონტი (ნიდერლ. Lamoraal van Egmont; დ. 18 ნოემბერი, 1522, ლა ამედა — გ. 5 ივნისი, 1568, ბრიუსელი) — გრაფი, ესპანეთის მხედართმთავარი და ნიდერლანდების სახელმწიფო მოღვაწე, ნიდერლანდებში ანტიესპანური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ისტორიას შემორჩა „ეგმონტ“-ის სახელით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიდერლანდების პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. კარლ V-ის ომებისა და ალჟირის ექსპედიციის მონაწილე. ფილიპე II-ის მეფობის დროს თავი ისახელა საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლებში სენ-კანტენთან და გრაველინთან. ეგმონტი დაინიშნა ფლანდრიისა და არტუის მმართველად და სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1561-1564 წლებში ვილჰელმ I ორანელთან ერთად სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდების ოპოზიციურად განწყობილ თავადაზნაურობას. თუმცა, მხარი არ დაუჭერია გეზების მოძრაობისთვის. 1567 წლის 9 სექტემბერს ადმ. ჰორნთან ერთად დააპატიმრეს. 1568 წლის 5 ივნისს, ჰერცოგ ალბას ბრძანებით, ბრიუსელის მოედანზე ორივეს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით აქ მათი ძეგლები დაიდგა.
გოეთემ ტრაგედია „ეგმონტში“ შექმნა ეგმონტის გაიდიალებული სახე (1788 წ.), რომლისთვისაც მუსიკა ბეთჰოვენმა დაწერა (1810 წ.).