შინაარსზე გადასვლა

ლამინე იამალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამინე იამალი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლამინე იამალ ნასრაუი ებანა
დაბადების
თარიღი
13 ივლისი, 2007 (2007-07-13) (18 წლის)
დაბადების
ადგილი
ესპლუგეს-დე-ლობრეგატი, ესპანეთი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2012–2013 ლა ტორეტა
2014–2023 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2022–2023 ბარსელონა B 1 (0)
2023– ბარსელონა 56 (10)
ეროვნული ნაკრები
2019–2020 ესპანეთი 15-წლ. 4 (1)
2019–2020 ესპანეთი 16-წლ. 6 (3)
2019–2020 ესპანეთი 17-წლ. 20 (8)
2019–2020 ესპანეთი 19-წლ. 1 (0)
2020– ესპანეთი 17 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 იანვარი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2024

ლამინე იამალ ნასრაუი ებანა (კატ.  და ესპ. Lamine Yamal Nasraoui Ebana; დ. 13 ივლისი, 2007, ესპლუგეს-დე-ლობრეგატი, ბარსელონის პროვინცია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბი. აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.[1]

2021 წლიდან იცავდა ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. ლამინე იამალი მოედანზე შეხვედრის 44-ე წუთზე დანი ოლმოს ნაცვლად შემოვიდა, ხოლო 74-ე წუთზე თავის პირველ სანაკრებო მატჩში პირველი გოლიც გაიტანა.[2]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 12 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
2023 4 2
2024 13 1
ჯამში 17 3
ესპანეთის დროშა ბარსელონა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
  • ლა ლიგის თვის მოთამაშე 23 წლამდე ფეხბურთელთა შორის: აგვისტო 2023
  • ლა ლიგის სეზონის მოთამაშე 23 წლამდე ფეხბურთელთა შორის: 2023–24[4]
  • Tuttosport's ყველაზე ახალგაზრდა დაჯილდოვებული: 2023[5]
  • Globe Soccer Awards – საუკეთესო დამწყები მოთამაშე: 2024[6]
  • IFFHS-ის უეფა-ს მამაკაცთა ახალგაზრდული (20 წლამდელთა) სიმბოლური გუნდი: 2023[7]
  • უეფა-ს ევროპის 17 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2023[8]
  • უეფა-ს ევროპის 17 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი: 2023[9]
  • ლა ლიგის თვის გოლი: 2024 წლის მარტი[10]
  • 2024 წლის მაისის ბოლოს ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ „ბარსელონას“ 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი დასახელდა, რომელმაც ჩემპიონატის 37 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.[11]
  • 2023 წლის 8 სექტემ­ბერს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ლამინ იამალის დებიუტი შედგა 16 წლისა და 57 დღის ასაკში, რის შედეგადაც იგი „ფურია როხას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და გავის რეკორდი გააუმჯობესა. ამასთან, ლამინმა გოლიც გაიტანა და, OptaJose-ს ინფორმაიცით, ისტორიაში მე-3 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ევროპული ქვეყნისთვის გოლი გაიტანა.
  • 16 წლისა და 38 დღის იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც „ბარ­სე­ლო­ნას“ მაისურით ლა ლიგის თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
  • ლამინე იამალმა 2023–24 წლების სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა ტოპ 5 ქვეყნების ჩემპიონატებში. პორტალმა Sofascore-მა შეადგინა საუკეთესო დრიბლიორების რეიტინგი იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ამ სეზონში დრიბლინგის მინიმუმ 50 მცდელობა ჰქონდათ. „ბარსელონას“ 16 წლის გარემარბმა დრიბლინგების 70.6 პროცენტის რეალიზება შეძლო — 51-დან 36 წარმატებული დრიბლინგი. რეიტინგში მეორე ადგილზეა ჟოაო კანსელო, მესამეზე — ბრუნო გიმარაეში.[12][13]
  • 16 წლის და 362 დღის ლამინე იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. მან გააუმჯობესა პელეს (17 წლის და 244 დღის) რეკორდი, რომელიც დამყარდა 1958 წელს, ასევე საფრანგეთთან მატჩში.
  • 16 წლის და 362 დღის ლამინე იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დაამხო პელეს (17 წლის და 239 დღის) კიდევ ერთი რეკორდი.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
90minutAFSBDFABDFutbolEU-Football.infoFBref.comFootballDatabase.euFussballdaten.deKicker.deL’Équipelapreferente.comNational Football Teams.comSoccerbaseSoccerwayplaymarkerstats.comTransfermarktWorldFootball.net
მედია
Lelo.ge1tv.ge