ლამარა პაპინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამარა პაპინაშვილი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1929 (1929-12-25) (94 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლამარა პაპინაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1929, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1954 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის უნივერსიტეტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის, ამიერკავკასიის, საქართველოს კლიმატისა და კლიმატურ რესურსებზე. შრომათა უმრავლესობა დანერგილია სახალხო მეურნეობაში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ავიაცია, გზათა ექსპლოატაცია). ასეთ შრომებს განეკუთვნება თოვლის საფარის რეჟიმი, საშიში მეტეოროლოგიური ელემენტების მიხედვით ტერიტორიული დარაიონება, ატმოსფერული ნალექების და თოვლის საფარის საუკუნოვანი ცვალებადობის მიხედვით კლიმატის რყევადობა, თბილსიის აეროპორტის კლიმატი, თბილისის კლიმატი, კოლხეთის დაბლობის ამოშრობის შედეგად ატმოსფერული ნალექების შესაძლო ცვლილებების დადგენა. მის მიერ შედგენილია მეტეოროლოგიურ მონაცემთა ბანკი (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, თოვლის საფარის წონა ერთეულოვან ფართზე). მონაცემთა საფუძველზე შედგენილია (თანაავტორობით) „საინჟინრო ნორმები და წესები საქართველოს ტერიტორიისათვის“. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1973 წელს „თოვლის საფარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003, გვ.220-221
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ.334

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]