ლამარა ნებიერიძე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლამარა ნებიერიძე}} |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ლამარა ნებიერიძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
2 დეკემბერი, 1931 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 2023 (91 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე(ები) | ოთარ თორთლაძე |
შვილ(ებ)ი |
გია თორთლაძე ნინო თორთლაძე |
ლამარა ნებიერიძე (დ. 2 დეკემბერი, 1931, თბილისი — გ. 8 ნოემბერი, 2023, იქვე)— ქართველი არქეოლოგი.
ლამარა ნებიერიძე არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ალპინისტი. საქართველოს პრეისტორიის მკვლევარი. იგი იკვლევდა საქართველოს და კავკასიის ნეოლითის და ენეოლითის (ქალკოლითის) ეპოქებს. მან პირველმა გამოყო საქართველოს ნეოლითური კულტურა. ლამარა ნებიერიძე გახდა პირველი ქართველი ქალი რომელსაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი არქეოლოგიის დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლამარა ნებიერიძე დაიბადა 1931 წელს ქალაქ თბილისში, დიომიდე ნებიერიძის და სოფიო დოჩანაშვილის ოჯახში.
1950 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 სკოლა (დღეს თბილისი 21-ე საჯარო სკოლა).
1950-1955 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.
1956 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1967 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნერებათა კანდიდატის ხარისხი.
1993 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სადისერტაციო საბჭოს 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი[1], რის შემდეგაც გახდა პირველი ქართველი ქალი რომელსაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი არქეოლოგიის დარგში.
პროფესიული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958-1970 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
1988-2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი-მუშაკი.
2004-2006 საქართველოს ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი-მუშაკი.
2006-2021 საქართველოს ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კონსულტანტი.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნებიერიძე, ლ. (1972). დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი. მეცნიერება-თბილისი [2].
ნებიერიძე, ლ. (1978). დარკვეთის მრავალფენიანი ეხი. მეცნიერება-თბილისი [3].
ნებიერიძე, ლ. (1986). დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურები : გვიანმეზოლითი - ენეოლითი. მეცნიერება-თბილისი[4].
ნებიერიძე, ლ. (2003). მღვიმე საგვარჯილეს ენეოლითური ხანის ნამოსახლარი. გამომცემლობა "სანი". თბილისი [5].
ნებიერიძე, ლ. (2011). წოფის ენეოლოთური კულტურა [6]. ასირიოლოგთა, ბიბლეიტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების შრომები 5. გამომცემლობა "აკადემიური წიგნი", თბილისი. ISSN: 1987-6971. ISBN: 9789941914362.
ფხაკაძე, გ.; გრიგოლია, გ.; ნებიერიძე, ლ. (2013). აფხაზეთის უძველესი მატერიალური კულტურა[7]. ტომი I. გამომცემლობა „გლობალ-პრინტი+“. თბილისი. ISBN: 9789941056758.
მ. გაბუნია, მ. ნიორაძე, ლ. ნებიერიძე, გ. ნიორაძე, ნ. ჯაყელი, თ. აღაპიშვილი [8]. (2015). ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობარი. თბილისი. ISBN: 978-9941-9380-6-1.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რედ. ირინა ჯაფარიძე: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები : 1992-2006 წწ.. [მკვდარი ბმული]
- ↑ ლამარა ნებიერიძე (1972). დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი. მეცნიერება.
- ↑ ლამარა ნებიერიძე (1978). დარკვეთის მრავალფენიანი ეხი. მეცნიერება.
- ↑ ლამარა ნებიერიძე (1986). დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურები. მეცნიერება.
- ↑ ლამარა ნებიერიძე (2003). მღვიმე საგვარჯილეს ენეოლითური ხანის ნამოსახლარი.
- ↑ ლამარა ნებიერიდძე (2011). წოფის ენეოლოთური კულტურა. აკადემიური წიგნი.
- ↑ გურანდუხტ ფხაკაძე; გურამ გრიგოლია; ლამარა ნებიერიძე. (2013). აფხაზეთის უძველესი მატერიალური კულტურა.
- ↑ მანანა გაბუნია; მ. ნიორაძე, ლ. ნებიერიძე, გ. ნიორაძე, ნ. ჯაყელი, თ. აღაპიშვილი (2015). ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე.