ლამარა ნადირაძე
| ლამარა ნადირაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1938 |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ლამარა ნადირაძე (დ. 14 ივნისი, 1938) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963–1966 წლებში იყო ცაგერის რაიონის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; 1966–1969 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ვირუსულ ინფექციათა იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1978 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–1980 წლებში ექსპერიმენტული მორფოლოგიის უნივერსიტეტის ინფექციათა იმუნოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამსრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1979 წელს „თანამედროვე ტიფო–პარატიფული დაავადებების კლინიკა იმუნიტეტისა და პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ.217