ლამარა ვაშაკიძე (ექიმი)
იერსახე
ლამარა მიხეილის ასული ვაშაკიძე (დ. 2 ივლისი, 1950, სამტრედია, — გ. 2016) — ქართველი პულმონოლოგ-ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1974). 1980–1994 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრაზე, 1994 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე. ვაშაკიძის ნაშრომები ეხება ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეზისტენტური ტუბერკულოზი, თბ., 2006 (თანაავტ.).
- ტუბერკულოზი. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბ., 2007.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 197.