ლამაზმანი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლამაზმანი“

ფილმის პოსტერი
ჟანრი მელოდრამა, რომანტიკული კომედია
რეჟისორი გერი მარშალი
პროდიუსერი არნონ მილჩენი, სტივენ როიტერი, გერი გოლდსტაინი
როლებში რიჩარდ გირი
ჯულია რობერტსი
რალფ ბელამი
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ჩარლზ მინსკი
მონტაჟი რაია გოსნელი, პრისცილა ნედი
სტუდია Touchstone Pictures, Regency Enterprises
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
ხანგრძლივობა 119 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 14 მლნ
შემოსავალი $ 463,4 მლნ

„ლამაზმანი“ (ინგლ. Pretty Woman) — 1990 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, მელოდრამა. „ლამაზმანი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა.[1] 463 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლით „ლამაზმანი“ ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა კინოისტორიაში.[2]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფინანსურ მაგნატს ედვარდ ლუისს ღამის ქალაქში გზა აებნევა. იგი შემთხვევით ხვდება ლამაზ ქალთან. ვივიანი მეძავია, რომელიც მხოლოდ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში თანხმდება დახმარებაზე. ერთი ღამის შემდეგ ედვარდი ხვდება, რომ ვივიანთან განშორება არ სურს. ამიტომაც დამატებითი ჰონორარით ითანხმებს მას 1 კვირით დარჩენაზე. ამ დროის განმავლობაში ვივიანი ფუფუნებასა და სიყალბეში ცხოვრობს. იგი ყველაფერს ითმენს, რადგან შეყვარებულია. ედვარდს მხოლოდ ძვირფასი სათამაშოს როლის შეთავაზება შეუძლია, რაც ვივიანს არ აკმაყოფილებს. იგი ოცნებობს ზღაპრულ უფლისწულზე, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული გამოჩნდება მის დასახსნელად. ედვარდი დასძლევს ყოველგვარ შიშს და საყვარელ ქალს სანუკვარ ოცნებას აუხდენს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფილმი პროსტიტუციის პრობლემებსა და მეძავების ყოფა-ცხოვრების შესახებ იქნებოდა.[3] მთავარ გმირს, ვივიენს, მთელი კვირა თავი უნდა შეეკავებინა კოკაინის მიღებისგან მდიდარი კლიენტის გამო. სათაური „სამი ათასი ფოლარი“ უნდა ყოფილიყო. ფილმის პროდუსერებმა სცენარის შეცვლა მოითხოვეს. მათი აზრით, მაყურებელს სიყვარულის ზღაპარული ისტორია უფრო დააინტერესებდა, ვიდრე მეძავთა ტრაგიკული ცხოვრება.

ედვარდ ლუისის როლზე განიხილებოდნენ დენიელ დეი-ლუისი, დენზელ ვაშინგტონი და ალ პაჩინო. ალ პაჩინომ „ნათლიმამას“ მესამე ნაწილზე დაიწყო მუშაობა და ამის შემდეგ რიჩარდ გირი აიყვანეს. ასევე სხვადასხვა მსახიობები განიხილებოდა ვივიანის როლზე. გერი მარშალის რჩეული მეგ რაიანი იყო, თუმცა მან უარი თქვა როლზე. უინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი მარშალმა დაიწუნა ახალგაზრდობის გამო. მიშელ პფაიფერს კი თავად არ მოეწონა სცენარი. საბოლოოდ როლი შეხვდა ნაკლებად ცნობილ, 21 წლის ჯულია რობერტსს, რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ ერთი ოსკაროსანი როლით ფილმში „ფოლადის მაგნოლიები“ (1989). რობერტს მხოლოდ 300 ათასი დოლარი გადაუხადეს. ამ ფილმმა ის მსოფლიო ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად აქცია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულია რობერტსმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mandell, Zack (2012-05-18). „Julia Roberts' Romantic Comedy Career Flourishes with Time“. Yahoo! Voices. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  2. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  3. (DVD) Pretty Woman: 15th anniversary. Buena Vista Home Entertainment, Touchstone. 2005.