ლამაზი ბიჭი
ლამაზი ბიჭი — 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიულ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ფელიქს ვან გროენინგენი. სცენარი დაფუძვნებულია ლუკ დეივისისა და ვან გროენინგენის მემურაებზე.[1] მთავარ როლებში არიან სტივ კარელი, ტიმოთი შალამე, მაურა ტიერნი და ეიმი რაიანი. სიუჟეტის მიხედით, მამა-შვილის, დევიდ შეფისა (კარელი) და ნიკ შეფის (შალამე), ურთიერთობა სულ უფრო იძაბება შვილის ნარკოტიკულ ნივთირერებზე დამოკიდებულების გამო. ფილმში მამა-შვილის ურთიერთობა დევიდ შეფს (კარელი) და ნიკ შეფს (შალამე) შორის სულ უფრო იძაბება ბოლოსის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო.
ლამაზი ბიჭი რეჟისორის ვან გროენინგენის სადებიუტო ფილმია. მსოფლიო პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წლის 7 სექტემბერს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში გამოვიდა 2018 წლის 12 ოქტომბერს Amazon Studios-ის მიერ.
ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან, თუმცა ვერ შეძლო ყოფილიყო შემოსავლიანი. ფილმის გადაღებას 25 მილიონი დოლარი მოხმარდა,[2][3] ხოლო შემოსავალი 16 მილიონი დოლარი იყო.[4]
ტიმოთი შალამემ მიიღო ნომინაციები Golden Globes, Screen Actors Guild Awards, BAFTA Awards.[5]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიუ-იორკ ტაიმსის მწერლის დევიდ შეფის თინეიჯერი შვილი ნიკ შეფი უგზო-უკვლოდ ქრება და ორი დღის შემდეგ სახლში ბრუნდება. ნარკოტიკების მოხმარების აშკარა ნიშნების ნახვის შემდეგ, დევიდი ნიკს რეაბილიტაციისათვის კლინიკაში წაიყვანს. როდესაც ნიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება, დევიდი შვილს ექიმების თანხმობით სახლში წაიყვანს. რამდენიმე დღის შემდეგ ნიკი ქრება და დევიდი მას ქუჩაში პოულობს.
რეაბილიტაციის ცენტრში დაბრუნებულ ნიკი აცხადებს, რომ მრავალი ნარკოტიკი, მათ შორის კრისტალური მეთი მიიღო. ნიკი საბოლოოდ რეაბილიტაციის პროგრამას ასრულებს და მისი გაუმჯობესების დანახვის შემდეგ, ნიკი კოლეჯში ჩააბარებს მწერლობის შესასწავლად. ნიკის ახალი თავისუფლება და სიფხიზლე კარგად იწყება - ის კარგი სტუდენტი ხდება და ურთიერთობას იწყებს თანაკურსელ ჯულიასთან. მშვიდობიანი ოჯახური ვახშმის დროს, შეყვარებულის მშობლების სახლში, ნიკი მათი წამლების კარადაში ტაბლეტების ფლაკონს პოულობს და ერთს ყლაპავს. ამ ინციდენტის შემდეგ ის ნელ-ნელა რეციდივს განიცდის. ბიჭი შეყვარებულსაც დაშორდება. ნიკი ისევ ხდება ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ამ პერიოდში ის სახლშიც დაბრუნდება, მშობლებთან და და-ძმასთან ერთად, ერთი შეხედვით, კარგად ატარებს დროს, მაგრამ ამასთან ერთად, იპარავს უმცროსი და-ძმის დანაზოგს, გამუდმებით ეცვლება ხასიათი, ხდება დეპრესიული. დევიდი გადაწყვეტს, რომ წაიკითხოს ნიკის დღიური. იქ კი მრავალ მძიმე ემოციურ ფიქრებსა და აზრებს წააწყდება. დღიურში ისიც კი წერია, თუ რა რთულია კოლეჯში ნარკოტიკული ნივიერებების მიღება.
სახლში დაბრუნებისას დევიდი გრძნობს, რომ ნიკი კვლავ იყენებს ნარკოტიკებს. ნიკი საკუთარი ნებით ტოვებს სახლს, მამის ეჭვების გამო. დევიდი და ნიკი ხვდებიან ერთმანეთს და ნიკი მამას ფულს სთხოვს, რომ ნიუ-იორკში წავიდეს. იმის გამო, რომ შვილი ფულს ნარკოტიკების შეძენაში დახარჯავს, უარით პასუხობს, ხოლო ნიკი გაღიზიანდება და ტოვებს სახლს. მოგვიანებით დევიდს ნიუ-იორკის საავადმყოფოდან უკავშირდებიან, რადგან ნიკმა ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობა მიიღო. დევიდი შვილთან გადაფრინდება და ყოფილ ცოლთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ნიკი ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად მასთან გადავიდეს.
ნიკს ლოს-ანჯელესში ახალი ცხოვრებას იწყებს. ის ესწრება შეხვედრებს ესწრება, სპონსორ სპენსერთან ატარებს დროს. დროის გასვლის შედეგ ნიკი ისევ უბრუნდება მამის სახლს. იქ, ერთი შეხედვით, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მას მოგონებები თავს არ ანებებენ. ცდილობს ცდუნებას გაუძლოს, მაგრამ არ გამოუვა. ის ისევ გაიქცევა, ისევ მოიხმარს ნარკოტიკს ახლა უკვე თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად.
როცა დევიდი გაიგებს, რომ მისი შვილი ისევ დაიკარგა, დანებდება და შეეგუება აზრს, რომ ნიკი ვერ გამოსწორდება. ნიკი კიდევ მიაკითხავს სახლს, მაგრამ არა პატიების სათხოვნელად, არამედ ძვირფასი ნივთების მოსაპარად. ამ ყველაფრის შემდეგ ნიკი ისევ საავადმყოფოში მოხვდება. ეს კი საბოლოოდ გადააწყვეტინებს ნიკს, რომ შეიცვალოს. ამის შემდეგ ნიკი დამოუკიდებლად დაიწყებს საკუთარ თავზე მუშაობას. ზურგს ისევ უმაგრებს დევიდი და მისი ოჯახი.
ამის შემდეგ ნიკი ფხიზლია. ეს შეუძლებელი იქნებოდა ოჯახის, მეგობრების სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე. საბოლოო კადრში ნიკი ჩარლზ ბუკოვსკის ლექსს კითხულობს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Campbell, Christopher. Beautiful Boy First Reviews: An Authentic, Powerfully Acted Portrait of Addiction (September 8, 2018). ციტირების თარიღი: September 8, 2018
- ↑ Film and Television Tax Credit Program Program 2.0. California Film Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2017. ციტირების თარიღი: October 4, 2018
- ↑ Anderson, Erik. (November 15, 2018) Spirit Awards Nominations Predictions: Bet on 'Beale Street,' 'BlacKkKlansman,' 'Can You Ever Forgive Me?'. ციტირების თარიღი: November 29, 2018
- ↑ Beautiful Boy (2018). ციტირების თარიღი: August 4, 2019
- ↑ Campbell, Christopher. Beautiful Boy First Reviews: An Authentic, Powerfully Acted Portrait of Addiction (September 8, 2018). ციტირების თარიღი: September 8, 2018