ლალი ღოღელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლალი ღოღელიანი (დ. 31 მარტი, 1944, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1968-1974 წლებში მუშაობდა კავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ჰიდროპროექტის ინჟინრად. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1997 წელს არჩეულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანად და დეპარტამენტის ხელმძღვანელად. წლების განმავლობაში იყო ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სალიცენზიო კომისიის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის რეფორმების და განაწილების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი. არის რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, როგორებიცაა: საქართველოს ენერგეტიკის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ამერიკის საერთაშორისო (Sigma-XI) ასოციაციის, საერთაშორისო ეკოლოგიის, მეცნიერ ინჟინერ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის, ასევე, არის საქართველოს პარლამენტის და მეცნიერების დეპარტამენტის სოციალური კომიტეტის წევრი. 2006 წლიდან პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს 99 სამეცნიერო სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია. დაჯილდოებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1993).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელექტრონული კომერცია: სახელმძღვ. სტუდ. თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2009, გვ. 142
  • ჰალოსოლი, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2006, გვ. 77
  • პრაქტიკული სამუშაოები ჰიდრავლიკასა და აეროდინამიკაში თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის:მეთოდური მითითებები, თბილისი, 1982, გვ. 54

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 585
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 111

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]