ლალი ეზუგბაია
იერსახე
| ლალი ეზუგბაია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1965[1] (60 წლის) |
| დაბ. ადგილი | გალი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ენათმეცნიერი[1] და ფილოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ლალი ეზუგბაია (დ. 3 ოქტომბერი, 1965, ქალაქი გალი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ენათმეცნერების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.
1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1988-1995 წლებში იყო გალის პირველი საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1995-2006 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2013 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გრამატიკული რიცხვის გამოხატვის სისტემა ზანურში“, დაიცვა 1999 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.