ლალი გულისაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალი გულისაშვილი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1955(1955-04-10)
დაბადების ადგილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 2022(2022-01-28) (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მასწავლებელი და ფილოლოგი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და ესე
ჯილდოები ღირსების მედალი
საიტი armuri.georgianforum.com/t981-topic

ლალი ჯიმშერის ასული გულისაშვილი (დ. 10 აპრილი, 1955, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 28 იანვარი, 2022, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, პედაგოგი, მეცნიერი ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალი გულისაშვილი დაიბადა 1955 წლის 10 აპრილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ გიორგიწმინდაში.

მამა — ჯიმშერ გულისაშვილი, ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებელი, გომბორის სკოლის დირექტორი; დედა — ნინა მანაგაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

1972 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთვრებისთანავე მუშაობა დაიწყო შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში. ამასთან მუშაობდა თბილისის მე-6 გიმნაზიის (გერმანული სკოლის) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ბოლოს ამ სკოლის დირექტორიც იყო.

ლალი გულისაშვილის სადისერტაციო თემა იყო „მეოცე საუკუნის ათიანი წლების ლიტერატურული კრიტიკა“, რომელიც დაიცვა 1983 წელს და გახდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ლალი გულისაშვილის მელოდიურ, სადა და ნატიფ ლექსებზე ბევრი სიმღერაა დაწერილი, მათ შორის, თითქმის ყველა სიმღერა ნანა ჯანელიძის კინოფილმისათვის „იავნანა“[1] (1994) სწორედ მის ლექსებზე შეიქმნა.

გარდაიცვალა 2022 წლის 28 იანვარს, 66 წლის ასაკში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცად მივყვები ნისლს (ლექსები), თბილისი, „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურლი სააგენტო“, 116 გვ., 2020 - ISBN 978-9941-9719-5-2
  • შვილს (ლექსები), გამომცემლობა „სიესტა“, 2018
  • საგაზაფხულო ლოცვა (ლექსები), თბილისი, მერანი, 1989. - 87 გვ.
  • დაბრუნება ძველ სახლში (ლექსები), თბილისი, მერანი, 1985. - 55 გვ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ღირსების მედალი
საქართველოს ღირსების მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]