ლალი ახმეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლალი ახმეტელი (დ. 22 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1987–1988 წლებში იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების ინტერნი. 1988–1990 წლებში ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ექიმი–ქირურგი. 1990–1992 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის №1 კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პლსტიკურ ქირურგიას, მიკროქირურგიას, მუცლის ღრუს ქირურგიას და ანტიბიოტიკოთერაპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ვრცელი დეფექტების დახურვა კუჭის თავსიუფალი, რევასკულარიზებული აუტოტრანსპლანტაციით მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 24

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]