ლალიტპურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალიტპურის ბრძოლა

სამეფო სასახლე, ლალიტპურ დურბარის მოედანი, 1855.
თარიღი 1768
მდებარეობა ლალიპტური
შედეგი გორხალის გამარჯვება
მხარეები
ლალიტპურის სამეფო გორხას სამეფო
მეთაურები
ტეჯ ნარასიმჰა მალა
ექვსი პრადჰანი
კაჯი დჰანვანტა სინგჰი
კაჯი ბჰინხიალ სინგჰი
კაჯი სინხიალ სინგჰი
კაჯი ჩაკუ ბაჰალ სინგჰი
კაჯი კალიდას სინგჰი
კაჯი დჰანკაჯი სინგჰი
პრითვი ნარაიან შაჰი
ვამსარაჯ პანდე
სურპრატაპ შაჰი
ძალები
უცნობია 20,000
კატმანდუს ხეობა, 1802

ლალიტპურის ბრძოლა — ბრძოლა მიმდინარეობდა 1768 წელს ლალიტპურისა და გორხას სამეფოებს შორის. დასრულდა გორხას გამარჯვებით, რომელმაც დაიპყრო ლალიტპური, ნეპალის სამი სამეფოდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს კატმანდუს ხეობაში.[1] ამ ბრძოლაში მკვიდრმა ნევარებმა დაკარგეს მმართველობა.[2]

გორხალის მებრძოლები ნევარებს ცხვირისა და მარჯვენა ხელის მოჭრით დაემუქრნენ, როგორც კირტიპურის ბრძოლაში. მუქარის შემდეგ, ხანგრძლივი ალყითა და სისხლიანი ბრძოლებით დაღლილნი, ნევარები დანებდნენ. [3]

გამარჯვებულები ქალაქში შევიდნენ და გაძარცვეს. მათ მოკლეს ყველა დიდგვაროვანი ადამიანი. ასევე დაშალეს სამეფო სასახლე და გაძარცვეს მდიდართა სახლები და ტაძრები.[4]

ექვსი პრადჰანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატანს (ლალიტპურის ისტორიული სახელი) მართავდნენ ექვსი ბჰარდარი / კშატრია კეთილშობილი პრადჰანი ძმები - კაჯი დჰანვანტა სინგჰი, კაჯი ბჰინხიალ სინგჰი, კაჯი სინხიალ სინგჰი, კაჯი ჩაკუ ბაჰალ სინგჰი, კაჯი კალიდას სინგჰი, კაჯი დჰანჯკაჯი სინგჰი - რომლებიც იყვნენ პატანის დე ფაქტო მმართველები (კაჯი) და გამოირჩეოდნენ სიძლიერით. ისინი საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ და ჰქონდათ მკვეთრი პოლიტიკა. მათ ერთობლივად ეძახდნენ „ექვს პრადჰანს“. იმდენი სიმდიდრე და ძალაუფლება ჰქონდათ დაგროვილი, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით ცვლიდნენ მეფეებს. 1802 წელს, ბიშნუ მალას გარდაცვალების შემდეგ, პრადჰანებმა გადასცეს პატანის ტახტი რაჯია პრაკაშ მალას. გორხას მეფემ, პრითივი ნარაიან შანმა დაამარცხა ნუვაკოტი და დაიწყო ხეობის ბლოკადა. ამის შემხედვარე რაჯია პრაკაშ მალას სურდა კარგი ურთიერთობის დამყარება გორხას მეფესთან. მაგრამ მისი ძალისხმევა არ აღმოჩნდა წარმატებული. 1757 წელს კირტიპურის პირველ ბრძოლაში პრითივი ნარაიან შაჰმა პირველად შეუტია კრიტიპურს. ომში რაჯია პრაკაშ მალამ თავისი ძმის ჯაია პრაკაშ მალას დახმარებით (კანტიპურის მეფე) დაამარცხა გორხალები. რაჯია პრაკსაჰ მალა მეთაურობდა თავის არმიას, მაგრამ ექვს პრადჰანს არ სურდა, რომ მეფეს თავისი საქმე შეუფერხებლად და ეფექტურად წარემართა, შესაბამისად, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. უთანხმოების ნიადაგზე ექვსმა პრადჰანმა მეფეს ორივე თვალი ამოუღო. მეფე რაჯია პრაკაშ მალა გარდაიცვალა 1815 წელს. მეფის გარდაცვალების დღესვე, პრადჰანებმა 18 წლის ბიშვოჯიტ მალას პატანის მეფის გვირგვინი დაადგეს. მაგრამ მისი მეფობა 2 წლამდე გაგრძელდა. გენეალოგიური ჩანაწერები აჩვენებს, რომ კაჯი კალიდას პრადჰანის ვაჟი დაქორწინდა მაიჯუ ტაკურნიზე, რომელიც ასევე ცოლად მოიყვანა მეფე ბიშვოჯიტ მალამ. როგორც ამბობენ, მეფე თალეჯუს ტაძარში გამოათრიეს და კაჯის შვილმა თავი მოკვეთა. იმდროინდელი წესი იყო, რომ ადამიანს შეეძლო მეორე მოეკლა, თუ ეს უკანასკნელი პირველის ცოლს მიითვისებდა. რადგან ბიშვაჯიტ მალა იყო დაქორწინებული პრადჰან კაჯის ცოლზე და ამ ტრადიციის მიხედვით, ის პრადჰანმა გაანადგურა. ასევე არსებობს ისტორიები იმის შესახებ, რომ მზაკვრულმა პრადჰანებმა, რომლებიც დომინირებდნენ და ძალაუფლება ჰქონდათ მეფის შესაცვლელად, შესაძლოა მოეკლათ მეფე ბიშვოჯიტი ყალბი საბაბით.

ჯაია პრაკაშ მალა ძალიან გაბრაზდა პრადჰანებზე მისი ძმის მოკვლის გამო. ამიტომ, მის შესარიგებლად, პრადჰანებს სურდათ, რომ იგი პატანის მეფედ დაენიშნათ. ბიშვოჯიტის გარდაცვალების შემდეგ, 1817 წელს, ჯაია პრაკაშ მალა პატანის მეფედ აირჩიეს. მისი ამპარტავნებისა და დაუნდობელი საქციელის გამო მეფესა და პრადჰანებს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. წელიწადნახევარი მეფობის შემდეგ პრადჰანებმა განდევნეს იგი პატანიდან. ბჰაკტაპურის მაშინდელ მეფეს რანაჯიტ მალას პრადჰანებმა გადასცეს პატანის გვირგვინი. რანაჯიტ მალა ასევე გადააგდეს ტახტიდან პრადჰანებმა და ჯაია პრაკაშ მალა აღადგინეს პატანის მეფედ. გორხალის მეფის პრითვი ნარაიან შაჰის მზარდი ძალაუფლების შემხედვარე პრადჰანებს სურდათ, რომ შაჰი პატანის მეფე ყოფილიყო. პოლიტიკის მცოდნე პრიტივი ნარაიან შაჰმა იცოდა პრადჰანების ეშმაკობის შესახებ და მისი ძმა დალმარდან შაჰი 1763 წელს პატანის მეფედ დანიშნა. 1768 წელს გორხალები კანტიპურში შეიჭრნენ. შედეგად, პრადჰანებმა დააპატიმრეს დალმარდან შაჰი და პატანის მეფედ თეჯ ნარსინგ მალა გახადეს. დაინახეს, რომ პრითივი ნარაიან შაჰი ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა ტერიტორიებს, პრადჰანები საომარ მზადყოფნაში იყვნენ. ერთ-ერთმა პრადჰანმა, კაჯი დჰანვანტამ, კრიტიპურის დამარცხებამდე უკვე დაამყარა მეგობრული კავშირი პრიტივი ნარაიან შაჰთან.

1857 წელს, მას შემდეგ, რაც გორხალებმა გაიმარჯვეს კანტიპურში, ჯაია პრაკაშ მალამ თავშესაფარი მოითხოვა პატანში. პრადჰანებს სურდათ პრითივი ნარაიან შაჰთან დანებება. ამის დანახვაზე მეფე ტეჯ ნარსინგ მალა და ჯაია პრაკაშ მალა გაიქცნენ ბჰაკტაპურში. 25 წლიანი პატანის თვითნებური მმართველობის შემდეგ პრადჰანებს არსებობა შეწყდა. ისტორიკოსები მალის დინასტიის განადგურებას პრადჰანების არასათანადო მმართველობას მიაწერენ.

ბლოკადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალიტპური იყო კატმანდუს ხეობის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთი, დანარჩენი ორი იყო კატმანდუ და ბჰაკტაპური. ლალიტპური მოიცავდა 24000 სახლს და ჰქონდა ვრცელი ტერიტორია. [5]

მეზობელი გორხას სამეფოს გორხალები არბევდნენ ხეობას მისი მდიდარი კულტურის, ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გამო. [6] 1736 წელს გორხალის მეფე ნარა ბჰუპალ შაჰმა შეუტია ნუვაკოტს, სასაზღვრო ქალაქსა და ციხესიმაგრეს ხეობის ჩრდილო-დასავლეთით და დამარცხდა. [7]

1742 წელს მისი ვაჟი პრითვი ნარაიან შაჰი გამეფდა და განაგრძო ბრძოლა. [8] [9] შაჰი ცდილობდა ხეობის დამორჩილებას მისი სავაჭრო და მომმარაგებელი ხაზების ჩახშობით. მისმა ძალებმა დაიკავეს სტრატეგიული უღელტეხილები მიმდებარე ბორცვებში და დაბლოკეს სასიცოცხლო სავაჭრო კავშირები ტიბეტთან და ინდოეთთან.

1744 წელს შაჰმა აიღო ნუვაკოტი, რამაც გზა გაუხსნა ნეპალს და ნება დართო, შეეწყვიტა ვაჭრობა ტიბეტთან. [10] 1762 და 1763 წლებში გორხალებმა დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კატმანდუს ხეობას შემოარტყეს ალყა . [11]

შიმშილობის გამოწვევის მიზნით, შაჰმა ხელი შეუშალა ხეობაში მარცვლეულის მიწოდებას. [12] ხანგრძლივმა ალყამ აიძულა კატმანდუს მეფე დახმარებისთვის მიემართა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისთვის. 1767 წლის აგვისტოში, კაპიტანი ჯორჯ კინლოხი ბრიტანულ ძალებს ხეობისკენ გაუძღვა, რათა გადაერჩინა ალყაში მოქცეული მოსახლეობა. [13] მან მიაღწია კატმანდუს მახლობლად და დაიპყრო სიმაგრეები, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია მას შემდეგ, რაც მარაგი ამოეწურა და მისი ჯარი აჯანყდა. [14]

თვითმხილველის ანგარიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიელი მისიონერი კაპუცინი, მამა ჯუზეპე, რომის მისიის პრეფექტი, გორხალის შემოსევის თვითმხილველი იყო. მან დაწერა, რომ კირტიპურის დამარცხების შემდეგ შაჰმა თავისი ჯარები გაგზავნა ლალიტპურზე თავდასხმისთვის. მათ დასავლეთიდან ნახევარ ქალაქს ალყა შემოარტყეს და დაიწყეს სროლა. ჯუზეპეს სახლი ქალაქის კარიბჭესთან მდებარეობდა და ის კატმანდუში გადავიდა ცეცხლის ხაზიდან თავის დასაღწევად. [15]

ლალიტპურის აღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი ალყისა და სასტიკი შეტაკებების შემდეგაც შაჰმა ვერ აიღო ლალიტპური. შესაბამისად, გადაწყვიტა ტაქტიკის შეცვლა.[16] მან თავისი ხალხი გაგზავნა ქალაქის თავადაზნაურობაში შესაღწევად და გარიგების დასადებად. დიდებულებს დაჰპირდა, რომ ქონების შენახვის უფლებას მისცემდნენ, ფაქტობრივად, მეტს მიიღებდნენ, თუ მას მეფედ მიიღებდნენ.

ამ ფარულმა მოლაპარაკებებმა დაარწმუნა ლალიტპურის და კატმანდუს მეფეები (რომლებიც იქ ეძებდნენ თავშესაფარს გორხალების მიერ მისი დატყვევების შემდეგ), რომ ისინი აპირებდნენ ღალატს და გაიქცნენ ბჰაკტაპურში. [17]

მას შემდეგ, რაც შაჰმა აიღო ლალიტპური, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მადლიერებით ეპყრობოდა პრადჰანის დიდებულებს. ერთ დღესაც ისინი ერთად შეკრიბეს და მოკლეს.[18]

ამის შემდეგ გორხალებმა ყურადღება გადაიტანეს ბჰაქტაპურისკენ. ნეპალის სამი მალას მეფე შეიკრიბა ბჰაკტაპურ დურბარის მოედანზე, რათა აგრესორების წინააღმდეგ საბოლოოდ გაებრძოლათ.[19] შაჰმა დაიპყრო ბჰაკტაპური 1769 წელს, რითაც დაასრულა ნეპალის დაპყრობა. მალის დინასტია შეცვალა შაჰის დინასტიამ, რომლის მმართველობაც გაგრძელდა 2008 წლამდე, როდესაც ნეპალი რესპუბლიკა გახდა. [20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Northey, William Brook and Morris, Charles John (1928). The Gurkhas: Nepal-Their Manners, Customs and Country. Asian Educational Services. ISBN 9788120615779. Page 31.
  2. Waller, Derek J. (2004). The Pundits: British Exploration Of Tibet And Central Asia. University Press of Kentucky, გვ. 171. ISBN 9780813191003. 
  3. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 319. 
  4. Northey, William Brook and Morris, Charles John (1928). The Gurkhas: Nepal-Their Manners, Customs and Country. Asian Educational Services. ISBN 9788120615779. Page 151.
  5. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 308. 
  6. Raj, Yogesh (2012). „Introduction“, Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Kathmandu: Jagadamba Prakashan, გვ. 7. ISBN 9789937851800. 
  7. Northey, William Brook and Morris, Charles John (1928). The Gurkhas: Nepal-Their Manners, Customs and Country. Asian Educational Services. ISBN 9788120615779. Pages 30--31.
  8. Stiller, Ludwig F. (1968). Prithwinarayan Shah in the light of Dibya Upadesh. Catholic Press, გვ. 39. 
  9. Singh, Nagendra Kr (1997). Nepal: Refugee to Ruler: A Militant Race of Nepal. APH Publishing, გვ. 125. 
  10. Singh, Nagendra Kr. Nepal: Refugee to Ruler: A Militant Race of Nepal. APH Publishing, გვ. 112. ISBN 9788170248477. 
  11. Raj, Yogesh (2012). „Introduction“, Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Kathmandu: Jagadamba Prakashan, გვ. 5. ISBN 9789937851800. 
  12. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 317. 
  13. Chatterji, Nandalal (1939). Verelst's Rule in India. Indian Press, გვ. 21. 
  14. Raj, Yogesh (2012). Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Kathmandu: Jagadamba Prakashan. 
  15. Giuseppe, Father. (1799)Account of the Kingdom of Nepal. Asiatick Researches. London: Vernor and Hood. ციტირების თარიღი: 11 December 2012 Page 319.
  16. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 319. 
  17. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 321. 
  18. Wright, Daniel (1990). History of Nepal. New Delhi: Asian Educational Services, გვ. 275. 
  19. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 322. 
  20. „Nepal's Gorkha kingdom falls“. The Times of India. 2 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2013. ციტირების თარიღი: 11 February 2013.