ლალიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლალიონი
Dato Shugliashvili-3986.jpg
დაბადების თარიღი 23 იანვარი 1866(1866-01-23)
დაბადების ადგილი დვაბზუ, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი 1918(1918-09-17) (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პედაგოგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ალმა-მატერი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი
მეუღლე ნინო ხელაძე
ნათესავ(ებ)ი იოსებ გრიშაშვილი

ლალიონი, ნამდვილის სახელი — არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი[1] (დ. 23 იანვარი, 1866, დვაბზუ, — გ. 17 სექტემბერი, 1918, თბილისი) — ქართველი პედაგოგი და მწერალი, მესამე დასის წევრი. ჟანრობრივად დგას ისეთი მწერლების გვერდით, როგორებიც იყვნენ ეგნატე ნინოშვილი (1859-1894) და ჭოლა ლომთათიძე (1874-1915).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1866 წლის 23 იანვარს სოფელ დვაბზუში, ნასათიბვარის უბანში. მისი მამა ალექსანდრე[2], სხვა ვერსიით ანტონი, ხელმოკლე აზნაური იყო, რომელიც მალე გარდაიცვალა და მეუღლე და ოთხი შვილი დატოვა. ლალიონმა ბავშვობა დიდ გაჭირვებაში გაატარა. მას წერა-კითხვა შეასწავლა უფროსმა დამ საშამ. შემდეგ კი ის მაბარეს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. ლალიონმა 1883 წელს დაამთავრა სასწავლებელი და შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში.

1898 წელს დანიშნული იქნა ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. არსენი ყოველ ზაფხულს არდადეგების დროს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. ლალიონმა ვერ აიტანა ნახიჩევანის ჰავა და დაავადდა იქ. ამიტომ 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად, ხოლო 1900 წლიდან პედაგოგ ივანე გომელაურთან ერთად დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1903 წელს დახურეს. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.

გარდაიცვალა 1918 წლის 17 სექტემბერს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალიონი 11 მოთხობის ავტორია. მისი პირველი მოთხრობა „ფირალი დავლაძე“ დაეჭდა 1895 წელს ჟურნალ მოამბეში. მის მოთხრობებს შორის გამოსარჩევია „ბეჟუკას ხვედრი“, „შემთხვევა“, „სამკურნალოში“, „მშობლები“, „რაქვიანა“., „ეფემიას ოცნება“, „თეატრში“, „ეს არის ჩვენი ბედნიერების დღე“, „დამშვიდება“

ამ ნაწარმოებთა მთავარი თემაა გურიის ცხოვრება. ლალიონი კარგად იცნობდა გურული გლეხის ცხოვრებას და აღწერდა მას. ადამიანთა ურთიერთობის ასახვასთან ერთად ლალიონი აღწერდა გურიის ბუნებას.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალიონის მეუღლე იყო ცნობილი მესტამბის, ექვთიმე ხელაძის ქალიშვილი ნინო. ლალიონს და ნინოს ჰყავდათ ერთი ქალიშვილი თამარი. ნინო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გარდაიცვალა, ქალიშვილი თამარი კი მძიმე სენით დაავადებული გარდაიცვალა 1948 წელს.

ლალიონის ნათესავები იყო გურიის 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ესიკა მამულაიშვილი რომელიც სასამართლომ სცნო პირველი თანრიგის დამნაშავედ. ლალიონის ბიძაშვილი იყო კიკია მამულაიშვილი - ფირალი და ნასაკირალის შეტაკების მონაწილე. ლალიონის ნათესავი იყო პოეტი ლირიკოსი იოსებ გრიშაშვილი. გრიშაშვილის ერთი ბაბუა იყო დათია მამულაიშვილი, ლალიონის ბიძა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი სახელობის ქუჩებია თბილისსა და ოზურგეთში. თბილისში, სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლალიონი, გაკეთებულია მემორიალური დაფა. მწერლის რამდენიმე დოკუმენტი, სურათი და პირადი ნივთი ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვანო სერელი, ლალიონი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N 35, გვ. 4 — 1945 წ.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 229, თბ., 1994

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლალიონი. ფსევდონიმების ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2019.
  2. არსენ ალექსანდრეს ძე მამულაიშვილი (ლალიონი) // დემოკრატიული კალენდარი. - თბილისი, 1919. - გვ.124