ლალეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლალეში

ლალეში (ქურთ. Laliş) — ეზიდთა წმინდა ტაძარი და აღსარების ადგილი. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში, 60 კმ-ში მოსულიდან. ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა მალაქ ტაუსი.

ასურეთის იმპერიის დროს ლალეში სასწავლებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, X საუკუნეში ის არაბების ხელში აღმოჩნდა. 1130 წელს შიხადიმ გაათავისუფლა ტაძარი და ეზიდებს დაუბრუნა. 1163 წელს ეზიდიზმის რეფორმატორი შიხადი ლალეშში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე. ყოველი წლის 6 ოქტომბერს მორწმუნე ეზიდები მიდიან ლალეშში, რათა აღსარება თქვან მის საფლავთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]