ლაკბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაკბე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სათავე გომბორის ქედი
სიგრძე 32 კმ
აუზის ფართობი 235 კმ²

ლაკბემდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი. იწყება გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 935 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 235 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნებიშემოდგომაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]