ლაიტმოტივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაიტმოტივი (გერმ. Leitmotiv — წამყვანი მოტივი) — წამყვანი მოტივის აღმნიშვნელი ტერმინი ლიტერატურასა და მუსიკაში.

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაიტმოტივი არის მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების მთავარი მოტივი, ძირითადი იდეური თუ ემოციური ტონი. უწოდებენ ერთსა და იმავე ნაწარმოებში ხშირად გამეორებულ მხატვრულ სახესაც, მხატვრულ ხერხს, რომლის მიზანია თხზულების გმირის, მისი განწყობილებისა თუ ნაწარმოების სხვა რაიმე მომენტის ხაზგასმით დახასიათება.

მუსიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტივი, ფრაზა, ზოგჯერ მთელი თემა ან ჰარმონიული თანმიმდევრობა, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებში მრავაჯერ მეორდება და მისი იდეის, ემოციის, პერსონაჟის, საგნის, მოვლენის დახასიათებას ან პირობით აღნიშვნას ემსახურება. ლაიტმოტივი ფართოდ გამოიყურება ოპერაში, ბალეტში, პროგრამულ მუსიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]