ლაინიოელვენი
ლაინიოელვენი | |
---|---|
ქვეყანა | შვედეთი |
სიგრძე | 266 [1] კმ |
ლაინიოელვენი ვიკისაწყობში |
ლაინიოელვენი (შვედ. Lainioälven) — მდინარე შვედეთში, ლაპლანდიის ჩრდილოეთით, კირუნის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს მთის ტბიდან, რომელიც ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. სათავიდან 200 კმ-ის მოშორებით, იგი მდინარე ტურნეელვენს ერწყმის, რომელიც თავის მხრივ ბოტნიის ყურეში ჩაედინება. ლაინიოელვენის ნაპირებთან მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია კანგოსი, ოვრე-სოპერო, ნედრე-სოპერო, ლაანავაარა და ლაინიო.
ლაინიოელვენი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სათევზაო მდინარედ მიიჩნევა. უხვადაა გავრცელებული ქარიყლაპია, ქორჭილა, Thymallus, კალმახი, სალმონი. ამ სახეობებზე თევზაობის სეზონია ივლისი-აგვისტო.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვებ-გვერდები, სადაც მოცემულია სურათები და ინფორმაცია:
- http://www.lainio.com დაარქივებული 2019-08-29 საიტზე Wayback Machine.
- http://www.neitigarden.se
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „Lainioälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 14 July 2010.