ლაით იაგამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაით იაგამი (იაპონ. 夜神 月ライト, ჰეპბერნი: Yagami Raito) — მანგა-სერიალ „სიკვდილის რვ სახელადეულის“ (Death Note) მთავარი გმირი, შექმნილი ცუგუმი ოჰბასა და ტაკეში ობატას მიერ.

იაგამი არის მოწყენილი ახალგაზრდა გენიოსი, რომელსაც აღიზიანებს ბოროტების ყველანაირი გამოხატულება. ლაითის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც იგი პოულობს „სიკვდილის რვეულს“, რომელსაც შეუძლია მოკლას ნებისმიერი, ვისი სახელიც ჩაიწერება მასში. რვეულის გამოცდის შემდეგ, იგი რწმუნდება მის ნამდვილობაში, მის სახლში კი ჩნდება მოულოდნელი სტუმარი — რვეულის წინა მფლობელი — შინიგამი სახელად რიუკი. ლაითი რიუკს თავის გეგმას გააცნობს, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს გაანადგუროს ყველა ის ადამიანი, რომელსაც უზნეოდ და უსამართლოდ თვლის მთელს მსოფლიოში, სანამ არ დარჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც იგი კეთილებად და პატიოსნებად მიიჩნევს. როგორც კი ამ უტოპიის შექმნას დაასრულებს, იგი მართავს მას, როგორც თვითგამოცხადებული „ახალი სამყაროს ღმერთი“.

ანიმეადაპტაციაში იაპონურში მის პერსონაჟს ახმოვანებს მამორუ მიანო, ინგლისურ ვერსიაში – ბრედ სვეილი.