შინაარსზე გადასვლა

ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სპონიეთის/სპოტიეთის სახელით ცნობილ ადგილზე, ვაშნარის ნაქალაქარის მოპირდაპირე მხარეს. ეკლესია ორი ხეობის შუაში მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრ სიმაღლეზე. განეკუთვნება XVI-XVIII საუკუნეებს.

ეკლესიის

ეკლესია გეგმით წრიული ფორმისაა. ეკლესიის დიამეტრი 11 მეტრია. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს სამი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს — თითო. კარისა და სარკმლების საპირეებად ბაზალტის ქვებია გამოყენებული. კარის დირეზე ჩამკეტი ფოსოებია შემორჩენილი. სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. აღმოსავლეთ კიდელზე ასევე შეიმჩნევა ფრესკების კვალი. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16089