ლათის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლათის სასახლე

ლათის სასახლე — სასახლე გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ ლათაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

სასახლე აგებულია შუა საუკუნეებში. აშენებულია ქვით და აგურით. კარები აქვს აღმოსავლეთ და ჩდილოეთ კედლებში. სასახლე შედგება 7 განყოფილებისგან. განყოფილებები ერთმანეთს კარებით უკავშირდება. ყველა განყოფილებას აქვს დიდი ზომის ფანჯარა. მეშვიდე განყოფილება რომელიც ყველაზე უკეთ არის დაცული ნაგებია ქვით და სახურავიც ქვით აქვს. იგი შესაძლოა ყოფილიყო წყალსაცავი. სასახლეს ქვის იატაკი ფქონია, რომელიც ადგილ-ადგილ ახლაც არის შემორჩენილი. გადახურვა ჩამოქცეულია. კედლების სიმაღლე 6 მეტრია ხოლო სისქე 1 მეტრი.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც სასახლის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

2019 წლის ივლისში ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]