ლაზური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაზური ინსტიტუტი
Laz Enstitüsü Derneği
შეიქმნა 2013 წლის, 12 მაისი
სტატუსი აქტიური
მიზანი ლაზური კულტურის პოპულარიზაცია
მდებარეობა ჰალიტაღას გამზ. № 32/27, სტამბული, თურქეთი
ემსახურება რეგიონს ლაზეთი
ენა ლაზური, თურქული
ინსტიტუტის ხელმძღვანელი ისმაილ ავჯი ბუჯაკლიში
https://www.lazenstitu.com/

ლაზური ინსტიტუტი (თურქ. Laz Enstitüsü Derneği) — არასამთავრობო ორგანიზაცია თურქეთში, რომელიც დაარსდა 2013 წლის 17 მაისს.[1] ორგანიზაციის მიზანია ლაზი ხალხის — ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია. ინსტიტუტის დამფუძნებელი გუნდი შედგება მწერლების, მუსიკოსების, აკადემიკოსებისა და მოხალისეებისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ინსტიტუტმა თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოახერხა ლაზური ენის თურქეთის საშუალო სკოლებში არჩევით საგნად დამატება. პირველი საჯარო სკოლები, სადაც ლაზურს ასწავლიდნენ, იყო ვიწესა და არქაბიში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა თავდაპირველად 65-მდე აღწევდა და დროთა განმავლობაში ჯამში 214-ს მიაღწია.[2] ინსტიტუტის მოღვაწეობის შედეგად ლაზური ენა არჩევით კურსად დაემატა ბოსფორის უნივერსიტეტში.[3] ლაზური ენა ასევე დაემატა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის კურსთა სიაში.[4]

2020 წელს ინსტიტუტმა წამოიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „Network of Laz and Circassian Civil Societies“. პროექტის კოორდინატორმა ეილემ ბოსტანჯიმ Global Voices-ს ინტერვიუში განუცხადა:[2]

ვიკიციტატა
„[ინსტიტუტი] აწარმოებს პრაქტიკულ, ინოვაციურ, ადვილად მისაწვდომ და მრავალფეროვან პოდკასტებს, ვიდეოებსა და სასწავლო მასალებს, რომლებიც გამდიდრებულია გრაფიკითა და მუსიკით, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ისწავლონ დედა ენა.“

ლაზური ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია მეჰმედ ბექაროღლუ, რომელიც თურქეთის პარლამენტის დეპუტატია.[5] ბექაროღლუს განმარტება ინსტიტუტის სამომავლო გეგმებზე:[2]

ვიკიციტატა
„ჩვენ გავაერთიანებთ ყველა კულტურულ აქტივობას ერთი ქოლგის ქვეშ. ვიმუშავებთ ლაზურ ენაზე და მოვამზადებთ სასკოლო სახელმძღვანელოებს. ჩვენ ვგეგმავთ უნივერსიტეტებთან დაკავშირებას ლაზი მასწავლებლების მომზადების მიზნით. გარდა ამისა, გვინდა მოვაწყოთ ლაზური ყრილობა. ლათინური ანბანი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ორი ანბანი. ასევე, ვგეგმავთ ანკარასთან კონტაქტებს ლაზურ ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Erhan Öztürk. (17 დეკემბერი 2019)Laz Enstitüsü horonlarla açıldı. sabah.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 The Laz people's mission to save their language from extinction en (2021-03-23). ციტირების თარიღი: 2022-07-16
  3. Korkmaz, Doğan, Ramazan, Gürkan (2016). Endangered Languages of the Caucasus and Beyond, გვ. 95. ISBN 9004328696. ციტირების თარიღი: 2019-12-17. 
  4. LAN 130 – Lazca. lang.bilgi.edu.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-22. ციტირების თარიღი: 2019-12-17.
  5. ზაზა წურწუმია. (2016-08-27) თურქეთელი ქართველები, ლაზები და აფხაზები დღეს. https://www.chveneburi.net/.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-24. ციტირების თარიღი: 2021-01-22.