ლაზისტანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაზისტანის ქედი
მთის ტბა ლაზისტანის ქედის კალთაზე
მთის ტბა ლაზისტანის ქედის კალთაზე
კოორდინატები: 40°50′ ჩ. გ. 41°09′ ა. გ. / 40.833° ჩ. გ. 41.150° ა. გ. / 40.833; 41.150
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული ლაზისტანი
უმაღლესი წერტილი ქაჩქარი
სიმაღლე 3937 
ლაზისტანის ქედი — თურქეთი
ლაზისტანის ქედი

ლაზისტანის ქედი (თურქ. Kaçkar Dağları; აღმოსავლეთ პონტოს მთები, ქაჩქარის მთები) — ქედი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს პონტოს მთების უკიდურეს აღმოსავლურ დაბოლოებასა და მის უმაღლეს ნაწილს. ვრცელდება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწრივ, საქართველოს საზღვართან ახლოს. მოქცეულია ლაზისტანის ბუნებრივ მხარეში. უმაღლესი წერტილია მთა ქაჩქარი — 3937 მ. დამახასიათებელია ალპური ხასიათის რელიეფი, მყინვარული მთებითა და ციცაბო კლდოვანი მწვერვალებით. არის მრავალრიცხოვანი მთის ტბები.

კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ტერიტორია უხვნალექიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 3000 მმ. მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია, ხშირი მარადმწვანე ქვეტყით. 1994 წელს ლაზისტანის ქედის ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა. განვითარებულია ტურიზმი, რომელთა შორის პოპულარულია საფეხმავლო ტურიზმი, კემპინგი, ალპინიზმი და ჰელისკი.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mt. Kackar to be monitored“, ProQuest LLC, 31 October 2007, გვ. 1. წაკითხვის თარიღი: 11 October 2009. (English) 
  2. Hadik, Jancsi (1 November 2005). "First Tracks". Skiing (Winter Park, Florida: Bonnier Corporation) 58 (3): 28. ISSN 0037-6264. http://find.galegroup.com.ezproxy.spl.org:2048/gtx/start.do?prodId=GRGM. წაკითხვის თარიღი: 11 October 2009.