ლაზვიანის ფშაველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაზვიანის ფშაველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაზვიანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]