ჭანეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაზეთის ქედი)
Jump to navigation Jump to search
ჭანეთის ქედი
მთის ტბა ჭანეთის ქედის კალთაზე
მთის ტბა ჭანეთის ქედის კალთაზე
კოორდინატები: 40°50′ ჩ. გ. 41°09′ ა. გ. / 40.833° ჩ. გ. 41.150° ა. გ. / 40.833; 41.150
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლაზისტანი
უმაღლესი წერტილი ქაჩქარი
სიმაღლე 3937 
ჭანეთის ქედი — თურქეთი
ჭანეთის ქედი

ჭანეთის ქედი, ლაზეთის ქედი, აღმოსავლეთ პონტოს მთები, ქაჩქარის მთები (თურქ. Kaçkar Dağları) — ქედი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და ნაწილობრივ საქართველოში. მოქცეულია ლაზისტანის ბუნებრივ მხარეში. წარმოადგენს პონტოს მთების უკიდურეს აღმოსავლურ დაბოლოებასა და მის უმაღლეს ნაწილს. ვრცელდება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. საქართველოში, კერძოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ჭანეთის ქედის მხოლოდ უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ბოლო, რომელზეც აღმართულია მთა ბოლოკო (1531 მ).[1]

ჭანეთის ქედის უმაღლესი წერტილია მთა ქაჩქარი (3937 მ). დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფი, მყინვარული მთებითა და ციცაბო კლდოვანი მწვერვალებით. არის მრავალრიცხოვანი მთის ტბები. ქედზე არის პლეისტოცენური გამყინვარების კვლები და პატარა თანადროული მყინვარები. კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ტერიტორია უხვნალექიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 3000 მმ.[2]

ქედის ჩრდილო-დასავლეთი კალთა შემოსილია კოლხური ტიპის უხვი ფოთლოვანი და წიწვიანი ტყითა და ალპური მცენარეულობით. ქვედა კალთებზე წითელმიწა ნიადაგია. სამხრეთ-აღმოსალვეთი კალთა უფრო მშრალია და მწირი.[1] 1994 წელს ჭანეთის ქედის ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა. განვითარებულია ტურიზმი, რომელთა შორის პოპულარულია საფეხმავლო ტურიზმი, კემპინგი, ალპინიზმი და ჰელისკი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 382, თბ., 1987 წელი.
  2. Лазистанский хребет // Малоазиатское нагорье
  3. Hadik, Jancsi (1 November 2005). "First Tracks". Skiing. Winter Park, Florida: Bonnier Corporation.
    58 (3): 28. ISSN 0037-6264. Retrieved 11 October 2009.