ლაზარე ართაზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლ. ართაზოვი. „მძინარე გოგონა“. 1903 წ.

ლაზარე ვასილის ძე ართაზოვი (ართაზიანი; დ. 1857 – გ. 1924) — სომეხი მხატვარი; მოღვაწეობდა თბილისში.

1880 წლიდან სწავლობდა პარიზში. ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, მცირე ხნით — სანქტ-პეტერბურგსა და სომხეთში. 1888 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. იყო თბილისში მოქმედი ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების წევრი.[1] 1895 წლის მარტში ართაზოვის ნაქირავებ სახლში გაიმართა ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების პირველი გამოფენა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (რუსული) Горина, Татьяна Николаевна. Художники народов СССР: биобиблиографический словарь, т. 1. Искусство, 1970: გვ. 199.
  2. ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოება, კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია. ნანახია 03–11–2018.