ლაზარევის შელფური მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაზარევის შელფური მყინვარი
კოორდინატები: 69°37′ ს. გ. 14°45′ ა. გ. / 69.617° ს. გ. 14.750° ა. გ. / -69.617; 14.750
ფართობი 7.8 ათ. კმ²
სიგრძე 80 კმ
სიგანე 100 კმ
ლაზარევის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
ლაზარევის შელფური მყინვარი

ლაზარევის შელფური მყინვარიშელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს პრინცესა ასტრიდის ნაპირთან, ლენინგრადსკისა და ვერბლიუდის კუნძულებს შორის. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 100 კმ, ფართობი 7.8 ათ. კმ². ვეებერთელა ენის სახით შეჭრილია სამხრეთის ოკეანის ატლანტიკურ სექტორში.[1]

აღმოსავლეთი კიდე იერით დასავლეთ კიდესთან შედარებით არსებითად განსხვავდება. დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი მცირე ზომის ნაპრალებითა და ღარებით.[2]

ლაზარევის შელფური მყინვარის პირველი აეროფოტოსურათები გადაიღო მესამე გერმანულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ ალფრედ რიჩერის ხელმძღვანელობით 1938–39 წლებში.[3]

1959–61 წლებში მყინვარზე მოქმედებდა ლაზარევის საბჭოთა სამეცნიერო სადგური.[4] ლაზარევის შელფური მყინვარი აღმოაჩინა ფადეი ბელინსგაუზენისა და მიხეილ ლაზარევის პირველმა რუსულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1820 წლის თებერვალში. სახელი ეწოდა რუსეთის ფლოტის სარდლის, ადმირალ მიხეილ ლაზარევის პატივსაცემად 1960 წელს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Большой энциклопедический словарь. 2-е изд. М. : СПб. : Норинт, 2000
  2. Труды Советской антарктической экспедиции, Том 20, Морской транспорт, 1962
  3. Lazarev Ice Shelf | United States Geological Survey
  4. Краткая Российская энциклопедия. Сост. В.М. Карев, Т. 2. К—Р. 2003