ლავრისხევის პირველი ნამოსახლარი
იერსახე
ლავრისხევის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის ჩრდილოეთით, მინდორში. თარიღდება ანტიკური ხანით. ნამოსახლარზე ზედაპირულად იპოვება როგორც ადრინდელი, ისე გვიანდელი ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, წითლად შეღებილი ბრტყელი ღარიანი კრამიტის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 174.