ლავრისხევის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლავრისხევის ნამოსახლარი.

ლავრისხევის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, ორი კილომეტრის მანძილზე, ლავრისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნამოსახლართა საძირკვლები. სახლები ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით და გადახურული ღარისებრი და ბრტყელი კრამიტებით. ზედაპირულად იპოვება თიხის წითლად გამომწვარი თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]