ლავრენტი კიღურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლავრეტი კიღურაძე
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1880
დაბ. ადგილი ვანისქედი
გარდ. თარიღი ივლისი, 1920
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
სამეცნიერო სფერო ფიზიკოსი მათემათიკოსი
ალმა-მატერი იურიევის უნივერსიტი

ლავრენტი კიღურაძე (დ. 3 აპრილი, 1880, ვანისქედი — გ. ივლისი, 1920) — ქართველი პოლიტიკოსი. პროფესიით ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება იურიევის უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკა-მათემატიკის განხრით. თავისი პოლიტიკური არჩევანი მან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაზე შეაჩერა და მისი წევრი გახდა. ლავრენტი კიღურაძე რევოლუციურ მოძრაობაში ყოფნის ბრალდებით პირველა დააკავეს 1907 წელს, შემდეგ კი - 1909 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, როგორც საქართველოს სოცია-დემოკრატიული პარტიის წევრმა და აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, როგორც აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუნცაძე მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 228, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]