ლავაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავაში

ლავაში (სომხ. լավաշ, აზერ. და თურქ. lavaş; ქურთ. nanê loş; სპარს. لواش) — ხორბლის ფქვილისგან დამზადებული თხელი უნაყოფო თეთრი პური. პური ამგვარი დასახელებით ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში და მთელს წინა აზიაში.

ზოგადად სიტყვა „ლავაშს“ არ გააჩნია საერთო აღიარებული ეტიმოლოგია.

იუნესკოს სამთავრობათაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჩატარდა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში 2016 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის საფუძველზე აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და თურქეთის სახელით მიღებული იქნა გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ შემდეგი პურის კვევრები - ლავაშის, ქათირის, ჟუპკის, იუფკის კულტურა[1][2].

კერძის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლავაში იყო ძველი შუმერების, ბაბილონელების, ეგვიპტელების, ასურელების, ეტრუსკანელების, ებრაელებისა და სპარსელების გამომცხვარი პური. სქელი მარცვლეულისგან მზადდებოდა უფუარი პური. ასეთივე მეთოდით დღეს აცხობენ ლავაშებს ამიერკავკასიაში[3].

ექსპერტ გილ მარქსის მიხედვით, ლავაშის წარმოშობის ადგილი ახლო აღმოსავლეთია[4].

ოქსფორდის უნივერსიტეტის სურსათის გზამკვლევი განსაზღვრავს ლავაშს, როგორც ანტიკვარული კერძი კავკასიასა და ირანის რეგიონში[5].

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლავაში წარმოადგენს ბრტყელ, თხელ, ოვალური ფორმის კვერს 90-110 სმ სიგრძითა და 40-50 სმ სიგანით, რომლის წონა შეადგენს 250 გრამს. ლავაშს ინახავენ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ცალობით, სანამ გაცივდება. შემდეგ მას აწყობენ 8-10 რიგად. ჰაერზე სწრაფად შრება და ასეთ მდგომარეობაში დიდ ხანს ინახება[6].

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლავაშს ამზადებენ ხორბლის ფქვილისგან. მომზადებულ ცომს შლიან, შემდეგ აცხობენ ტრადიციულ ღუმელებში.

აზერბაიჯანულ ტრადიციაში მას ამზადებენ „საჯზე“, რაც წარმოადგენს რგოლს 60-70 სმ, რომლის სიმაღლეა 3-4 სმ. მის ქვემოთ ცეცხლს ანთობენ და ისე ამზადებენ ლავაშს[7].

ქართული ლავაში თონეში

ქართული ლავაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ლავაში აბსოლუტურად განსხვავდება აზიური ლავაშისგან, რომელიც გავრცელებულია სომეხ, ოსმალო, აზერბაიჯანელ, სპარს და ქურთ ხალხებში. აზიური ლავაში მზადდება უსაფუვრო ცომისგან, გრძელია და ძალზე თხელი, ქართული ლავაში კი საფუვრიანი ცომისგან მზადდება, გაცილებით სქელია და მრგვალი ფორმისაა. ქართული ლავაში თონეში ლაფათით (ტარიანი დაფა, რომელსაც ზედ ბალიში აქვს გადაკრული) ჩაიკვრება და მისი ვარიაციული სახელწოდებებია ფაფხაჭა, უდიერი, მუცელგანიერი, მადაური, იყალთოური, გარეჯული და სხვა.

ისევე როგორც შოთმა, ლავაშმაც დროთა განმავლობაში სარიტუალო დანიშნულება შეიძინა. მას აცხობდნენ მიცვალებულის სახელზე. იცოდნენ ლავაშის მკვდრის გულზე გადატეხვა და შემდეგ ღვინოში ჩამბალი ნატეხების შეჭმა, რაც აიხსნება ქრისტესთან ზიარების სიმბოლურ გარდასახვად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Лаваш включен в список нематериального культурного наследия ЮНЕСКО
  2. Flatbread making and sharing culture: Lavash, Katyrma, Jupka, Yufka
  3. Ч. 1. История науки и техники
  4. Gil Marks. Encyclopedia of Jewish Food. — Hoboken, New Jersey: Published by John Wiley and Sons, 2010. — С. 355.
  5. Alan Davidson. The Oxford Companion to Food. Oxford University Press, 2014. ISBN 0-19-967733-6, 9780199677337. P. 459
  6. Арутюнов С. А., Воронина Т. А. Хлеб в народной культуре: этнографические очерки. — "Наука", 2004. — С. 201 (412).
  7. Гаджиева С. Ш. Дагестанские азербайджанцы, XIX — начало XX в: историко-этнографическое исследование. — М.: Восточная литература РАН, 1999. — С. 118. — 358 с.