ლავანდი
იერსახე
| ლავანდი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Lavandula angustifolia | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lavandula | ||||||||||||
| ||||||||||||
ლავანდი (Lavandula), ნარდი, ფრანგული ნარდი[1] — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და ბუჩქებია.
25-ზე მეტი სახეობა, ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ლავანდის ბევრი სახეობიდან (Lavandula latifolia, Lavandula vera და სხვა) ძველთაგანვე ხდიდნენ ძვირფას ეთეროვან ზეთებს. ლავანდის ზეთს უმთავრესად Lavandula spica-საგან იღებენ და პარფიუმერიაში იყენებენ.
ლავანდი კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში. ლავანდის გამხმარი ყვავილები და ფოთლები დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას და ჩრჩილის წინააღმდეგ იყენებენ. მისი ზოგი სახეობა დეკორატიულია და თაფლოვანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 101.