ლადო ასათიანის ქუჩა (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადო ასათიანის ქუჩა

ლადო ასათიანის ქუჩა, ჯ. ვეფხვაძის ნახატი.
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები 1841 ბაღის ქუჩა, 1843 ვასილ ბებუთოვის ქუჩა, 1922 ფრიდრიხ ენგელსის ქუჩა, 1923 იოსებ (სოსო) ივანიძის ქუჩა

ლადო ასათიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლოლაკის უბანი.

ქუჩა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა; 1841 წელს ბაღის ქუჩა ეწოდებოდა, 1843 წელს — ვასილ ბებუთოვის ქუჩა, 1922 წელს — ფრიდრიხ ენგელსის ქუჩა, ხოლო 1923 წელს კი — იოსებ (სოსო) ივანიძის ქუჩა. ლადო ასათიანის სახელი ქუჩას 1991 წელს მიენიჭა.

აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები: 66-ე სკოლა-გიმნაზიის შენობა (მოქანდაკე ინჟინერი როტინოვი), არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის საკუთარი სახლი (მოქანდაკე ნ. ალიევი), ყოფილი სასტუმრო „გრანდ-ოტელი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდალურ პერიოდში აქაური მიწების დიდი ნაწილი ბებუთაშვილების გვარს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნეში ქუჩის დასაწყისში იდგა ბებუთაშვილების სასახლე, რომელსაც სხვადასხვა ნაგებობითა და ეზო-ბაღით საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. ამ ტერიტორიაზე ყოფილა პატარა აუზი მარმარილოს ლომებით და, აგრეთვე, ქვის აუზი, რომლებშიც წყალი სოლოლაკის მთიდან მოდიოდა მილებით. 1916-2009 წლებში ქუჩიდან იყო შესასვლელი სოლოლაკის გვირაბში, რომელიც უკავშირდება თბილისის ბოტანიკურ ბაღს.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის ეზოში მდებარე აუზი მარმარილოს ლომებით

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]