ლადისლავ ეგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლადისლავ ეგე
Portrait nadasi-jege-ladislav.jpg
დაბ. თარიღი 12 თებერვალი 1866(1866-02-12)
დაბ. ადგილი დოლნი-კუბინი
გარდ. თარიღი 2 ივლისი 1940(1940-07-02) (74 წლის)
გარდ. ადგილი დოლნი-კუბინი
საქმიანობა მწერალი და ექიმი
ენა სლოვაკური ენა
მოქალაქეობა Flag of Slovakia.svg სლოვაკეთი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი

ლადისლავ ეგე (სლოვაკ. Jégé, ნამდვილი გვარი ნადაში Ladislav Nádaši; დ. 12 თებერვალი, 1866 დოლნი-კუბინი — გ. 2 ივლისი, 1940) — სლოვაკი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს. მის შემოქმედებას ასაზრდოებდა სლოვაკური ლიტერატურის რეალისტური ტრადიციები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა 1918 წლის შემდეგ. მთავარი თხზულებებია ისტორიული რომანები ადამ შანგალა (1923-24), სვატოპლუკი (1928), ცხოვრების გზით (1930) და სხვა. სატირულ მოთხრობათა კრებულებში კოზინსკის წისქვილი (1931) და მათ შორის (1934). ავტორი ბურჟუაზიულ ზნე-ჩვეულებებს დასცინის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]