ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაგოდეხის გერბი)
დეტალები
დამტკიცდა 30 ოქტომბერი, 2009
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი თამარ მეფის ხელრთვა, ვერცხლის ირემი
ფარმჭერები ერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბილაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი ქონგურისებურადაა გაყოფილი ორ ნაწილად.

პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, მეორე ნაწილს კი - 1/3.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ლაგოდეხი“.

გერბის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბში მთავარი „ფერების“ — ვერცხლისა და მწვანის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარზე მოთავსებული თამარის ხელრთვა ლაგოდეხის ისტორიული ტერიტორიაზე სამეფო დომენის გადმომცემის, ხოლო ირემი ვაჟკაცური კეთილშობილების, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის განსახიერებას და ესთეტიკურ ძალდაუტანლობას გადმოსცემს, აგრეთვე იგი სიმბოლურად ლაგოდეხის მდიდარ ბუნებას (ლაგოდეხის ნაკრძალს) გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი „ლაგოდეხი“, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]