ლაგანი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ლაგანი
გერბი
Lagan.gif

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ყალმუხეთი
რაიონი ლაგანი
კოორდინატები 45°23′00″ ჩ. გ. 47°22′00″ ა. გ. / 45.38333° ჩ. გ. 47.36667° ა. გ. / 45.38333; 47.36667
დაარსდა 1870
ადრეული სახელები 1944 წლამდე — ლაგანი
1991 წლამდე — კასპიისკი
ამჟამინდელი სტატუსი 1963
ფართობი 91.38 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
ოფიციალური ენა ყალმუხური და რუსული
მოსახლეობა 13 137[1] კაცი (2017)
ეროვნული შემადგენლობა ყალმუხები, რუსები და სხვ.
რელიგიური შემადგენლობა ბუდისტები, მართლმადიდებლები და სხვ.
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 84733
საფოსტო ინდექსი 359221[2]
ლაგანი (ქალაქი) — რუსეთი
ლაგანი (ქალაქი)

ლაგანი (რუს. და ყალმ. Лагань) — ქალაქი რუსეთში, ყალმუხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 13 137 მცხოვრები (2017).[1] განლაგებულია კასპიისპირა დაბლობზე, კასპიის ზღვიდან 9 კმ-ში, რკინიგზის სადგურ ულან-ხოლიდან 42 კმ-ში. დაფუძნდა 1870 წელს როგორც ცენტრალური რუსეთიდან გადასახლებულ გლეხთა დაბა. ყალმუხეთის ასსრ (1935–1943, 1958–1994), ასტრახანის ოლქის (1943–1957), ყალმუხეთის აო (1957–1958) და ყალმუხეთის რესპუბლიკის (1994-დან) ლაგანისა (1935–1944, 1995-დან) და კასპიის (1944–1963, 1965–1995) რაიონების ცენტრი. 1936 წლიდან მუშათა დაბაა. 1944 წელს ყალმუხების დეპორტაციისა და ყალმუხეთის ასსრ-ის ლიკვიდაციის შემდეგ სახელი შეიცვალა და კასპიისკი ეწოდა. 1963 წლიდან ქალაქია. 1991 წელს წინა სახელი დაუბრუნდა. ქალაქში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი (1995), მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1977; პროფ. ნ. ნ. პალმოვის სახელობის ყალმუხეთის რესპუბლიკური მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი). 2008 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესიის (1884; თანამედროვე დროში დანგრეულია) ადგილზე დაიწყო ტაძრის მშენებლობა. განვითარებულია სამშენებლო მასალების წარმოება; განთავსებულია მცირე ზომის კვების მრეწველობის საწარმოები (მ. შ. თევზგადამამუშავებელი). რაიონში — მეთევზეობის მეურნეობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]