შინაარსზე გადასვლა

ლაბირინთში მორბენალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


„ლაბირინთში მორბენალი“
ჟანრი დეტექტივი, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა
რეჟისორი ვეს ბოლი
სცენარის ავტორი ნოა ოპენჰაიმი, გრანტ პირს მაიერსი, თ.ს ნოულინი
მუსიკა ჯონ პაესანო
ხანგრძლივობა 113 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $34 მილიონი დოლარი
შემოსავალი $348.3 მილიონი დოლარი

ლაბირინთში მორბენალი2014 წლის ამერიკული დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელიც რეჟისორ უეს ბოლის სადებიუტო ნამუშევარია, დაფუძნებული ჯეიმს დაშნერის 2009 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმი არის "ლაბირინთში მორბენალის" კინოსერიის პირველი ნაწილი და მისი პროდიუსერები არიან ნოა ოპენჰაიმი, გრანტ პირს მაიერსი და თ.ს. ნოულინი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ დილან ო'ბრაიენი, კაია სკოდელარიო, თომას ბროდი-სანგსტერი, უილ პოულტერი და პატრიცია კლარკსონი. ამბავი მოგვითხრობს თექვსმეტი წლის თომასზე, რომელსაც განასახიერებს ო'ბრაიენი, რომელიც იღვიძებს ჟანგიან ლიფტში, არ ახსოვს ვინ არის, და იგებს, რომ ის მოხვდა რთული ლაბირინთის შუაგულში სხვა ბიჭებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ გამოსავლის პოვნას მუდმივად ცვალებადი ლაბირინთიდან. ამავდროულად აფუძნებენ ფუნქციონირებად საზოგადოებას ადგილზე, რომელსაც ისინი გლეიდს უწოდებენ.


"ლაბირინთში მორბენალის" განვითარება დაიწყო 2011 წლის იანვარში, როდესაც Fox-მა შეიძინა დაშნერის რომანის ეკრანიზაციის უფლებები, პროდიუსერებად დაინიშნენ Gotham Group და Temple Hill Entertainment, ხოლო რეჟისორად განიხილებოდა კეთრინ ჰარდვიკი. 2012 წელს, ბოლი დაიქირავეს ფილმის რეჟისორად მას შემდეგ, რაც მან წარმოადგინა ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით "Ruin" მსგავსი განწყობით, რომელიც თავდაპირველად განიხილებოდა სრულმეტრაჟიანი ადაპტაციისთვის. ძირითადი გადაღებები დაიწყო ბატონ რუჟში, ლუიზიანაში 2013 წლის 13 მაისს და ოფიციალურად დასრულდა 2013 წლის 12 ივლისს. "ლაბირინთში მორბენალი" გამოვიდა 2014 წლის 19 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 20th Century Fox-ის მიერ. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო, განსაკუთრებით ბოლის რეჟისორობისთვის, მსახიობების შესრულებისთვის და ფილმის ტონისთვის. კრიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ის უკეთესი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნების ეკრანიზაციების უმეტესობა. ფილმი გამოსვლისთანავე ცნობადი გახდა, შემოსავალმა შეადგინა 32.5 მილიონი დოლარი, რაც მას სექტემბერში მეშვიდე ყველაზე შემოსავლიან დებიუტად აქცევს. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 348 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა[1][2], 34 მილიონი დოლარის ბიუჯეტის წინააღმდეგ. გაგრძელება, "ლაბირინთში მორბენალი: სკორჩის გამოცდები", გამოვიდა 2015 წლის 18 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მესამე და საბოლოო ფილმი, "ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილის წამალი", გამოვიდა 2018 წლის 26 იანვარს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თინეიჯერი ბიჭი თომასი იღვიძებს ლიფტში მეხსიერებაწართმეული და უცნობ ადგილას ,,გლეიდში“ აღმოჩნდება. ადგილი გარშემორტყმულია მაღალი კედლებით, რომელთა მიღმაც მდებარეობს მუდმივად ცვალებადი ლაბირინთი. გლეიდში მყოფი სხვა ბიჭებიც ამ მდგომარეობაში იმყოფებიან, არც ერთს არ ახოვს თავისი წარსული და არც ის, თუ როგორ აღმოჩნდნენ იქ. ლაბირინთში ყოველდღიურად შედიან სპეციალურად შერჩეული მორბენალები, რომლებიც ცდილობენ გამოსავლის პოვნას. ლაბირინთის შიგნით მათ მრავალი საფრთხე ელოდებათ, მათ შორის მექანიკური არსებები გრივერები. თომასი უერთდება მორბენალებს და თანდათანობით იწყებს ლაბირინთის საიდუმლოებების ამოხსნას. ფილმში გაერთიანებულია გადარჩენისთვის ბრძოლის, იდენტობის ძიების და ადამიანურ ერთიანობაზე დამოკიდებულების თემები. ამ ფილმს დიდი წარმატება და მოზარდ მაყურებელში პოპულარობა მოჰყვა, რაც საფუძვლად დაედო მისი გაგრძელებების--Maze runner: The scorch trials(2015) და Maze Runner: The Death Cure(2018) გადაღებას.

დილან ო 'ბრაიენი
კაია სკოდელარიო
  • დილან ო'ბრაიენი - თომასის როლში, უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა გლეიდში;
  • კაია სკოდელარიო - ტერეზას როლში, ერთადერთი ქალი, რომელიც ოდესმე შესულა გლეიდში, ასევე უკანასკნელი გლეიდერი
  • ამლ ამინი - ალბის როლში, პირველი ვინც შევიდა გლეიდში და გლეიდერების ლიდერი
  • თომას ბროდი-სანგსტერი - ნიუტის როლში, გლეიდერების მეორე პირი
  • კი ჰონგ ლი - მინჰოს როლში, მორბენალების ხელმძღვანელი
  • უილ პოულტერი - გალის როლში, მშენებლების ხელმძღვანელი
  • პატრისია კლარკსონი - ავა პეიჯის როლში, WCKD-ის ხელმძღვანელი
  • ბლეიკ კუპერი - ჩაკის როლში, ძალიან ახალგაზრდა გლეიდერი
  • დექსტერ დარდენი - ფრაიპანის როლში, მზარეული
  • ჯეიკობ ლატიმორი - ჯეფის როლში
  • კრის შეფილდი - ბენის როლში, მორბენალი
  • ჯო ადლერი - ზარტის როლში
  • რენდალ დ. კანინგემი - კლინტის როლში
  • ალექსანდრ ფლორესი - უინსტონის როლში
  • დონ მაკმანუსი - ნიღბიანი კაცის როლში, შეიარაღებული ჯარისკაცი, რომელიც იხსნის გლეიდერებს

კრიტიკული გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმ "ლაბირინთის მორბენალს" საშუალოზე მაღალი შეფასებები მიენიჭა: Rotten Tomatoes-ზე 66% (173 მიმოხილვიდან), Metacritic-ზე 57/100, ხოლო მაყურებლებმა CinemaScore-ზე A− ქულა დაუწერეს. კრიტიკოსები აქებდნენ ფილმს შემდეგი მიზეზებით:

ძლიერი მსახიობთა შესრულება, საინტერესო და მყარი სიუჟეტური წანამძღვრები, განსხვავებული, უფრო ბნელი მიდგომა დისტოპიური გარემოს მიმართ, კარგად შესრულებული და გასართობი, წარმატებულად გამოირჩევა სხვა ახალგაზრდული წიგნის ადაპტაციებისგან, უკეთესი ვიდრე წიგნი, რომელზეც დაფუძნებულია, მიუხედავად ნაცნობი თემატიკისა, ახლებური ტონითა და დეტალების სიღრმით გამოირჩევა.

მთლიანობაში, "ლაბირინთის მორბენალი" შეფასდა როგორც სასიამოვნო სანახავი ფილმი, რომელიც გამოწირულობები რედაქტირება ლაბირინთში მორბენალი

  1. The Maze Runner (2014). Box Office Mojo (September 19, 2014). ციტირების თარიღი: February 3, 2015
  2. Bahr, Lindsey (September 18, 2014). „Box office preview: Maze Runner teens prepare to battle Liam Neeson“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 21, 2014. ციტირების თარიღი: September 24, 2014.