კჰაო პჰრა ვიჰანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოს ხედი პჰა მო ი დაენგის კიბიდან

კჰაო პჰრა ვიჰანის ეროვნული პარკი (ტაი: อุทยานแห่งชาติเขาพระวิหาร) — დაცული ტერიტორია სისაკეტის პროვინციაში, ტაილანდში, რომელიც XI საუკუნის კჰმეერების იმპერიის არაერთ ნანგრევს მოიცავს. პარკი ქალაქ სისაკეტისგან სამხრეთით 98 კმ²-ზეა გადაჭიმული. ეროვნული პარკი მდებარეობს წითელი ქვის კლიფზე, რომელიც ხორაკის პლატოს სამხრეთ საზღვარზე მდებარე დანგრეკის მთიანეთში შედის. ეროვნული პარკი ტაილანდის სისაკეტის პროვინციისა და კამბოჯის პრეაჰ ვიჰეარის პროვინციის საზღვარზე მდებარეობს. კლიფის სახელწოდება ტრანსკრიფციის ტაილადის სამეფო გენერალურ სისტემაში პჰა მო ი დაენგია (ผามออีแดง).

კარიბჭე პრასატ კჰაო პჰრა ვიჰანისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესასვლელის აბრა

პჰა მო ი დაენგის ზემოთ მდებარე კარიბჭე პრეაჰ-ვიჰეარის ტაძრისკენ მიემართება. კარიბჭე საზოგადოებისთვის ღიაა და გადასახადის გადახდის შემთხვევაში პარკში შესვლა ყველა მუსრველს შეულძლია. როდესაც ორ ქვეყანას შორის მშვიდობიაი ურთიერთობაა, ტაძრის ნანგრევების ნახვა ტაილანდის მხრიდანაცაა შესაძლებელი. ორივე მხარე დამატებით გდასახადს აწესებს, თუმცა კამბოჯაში მოსახვედრად ტაილანდელებს ვიზა არ სჭირდებათ. 1962 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ტაძრის ნანგრევები კამბოჯას მიაკუთვნა,[1] თუმცა 4.6 კმ² ტერიტორია ჯერ კიდევ ტაილანდის დაქვემდებარებაშია.[2] 2008 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 32-ე სესიაზე[3] ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Temple of Preah Vihear (Cambodia v. Thailand) (text/html 19.79 KB). Summary of the Summary of the Judgment of 15 June 1962. International Court of Justice. წაკითხვის თარიღი: 2010-11-25.
  2. Bora Touch, Esq.. (29 June 2008) Preah Vihear Temple and the Thai's Misunderstanding of the World Court Judgment of 15 June 1962 (JPEG Image). preah-vihear.com/preahv2.jpg. www.preah-vihear.com. ციტატა: „(Preah Vihear A Disputed Area))“ წაკითხვის თარიღი: 2010-11-22.
  3. Temple of Preah Vihear. World Heritage Convention. ციტატა: „Cambodia / N14 23 18 E104 41 2 / Date of Inscription: 2008 / Criteria: (i) / Property : 155 ha / Buffer zone: 2,643 ha / Ref: 1224rev“ წაკითხვის თარიღი: 2010-11-23.