კშესინსკაიას სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კშესინსკაიას სახლი
Особняк Кшесинской
Mathilde Kschessinskaya Mansion.jpg
კოორდინატები 59°57′17″N 30°19′28″E / 59.954606° ჩ. გ. 30.324583° ა. გ. / 59.954606; 30.324583
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი რ. ფ. მელცერი
სტილი ჩრდილოეთის მოდერნი
თარიღდება 1904-1906
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810377000

კშესინსკაიას სახლი (რუს. Особняк Кшесинской) — XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. მისამართი კრონვერსკის პროსპექტი, სახლი № 1. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააშენეს 1904-1906 წლებში არქიტექტორ ა. ი გოგენის პროექტის მიხედვით ბალერინა მატილდა კშესინსკაიასათვის. ინტერიერი გააფორმა ა. ი. დმიტრიევმა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კშესინსკაიამ თავის შვილთან ერთად დატოვა სახლი. მიტოვებული სახლი თვითნებურად დაიკავეს ავტოჯავშანდივიზიის ჯარისკაცებმა.

კშესინსკაია შეეცადა სასამართლოს გზით დაებრუნებინა თავისი საკუთრება. 1917 წლის 5 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით რსდმპ (ბ) ცენტრალურმა და პეტერბურგის კომიტეტებმა განაცხადეს სახლიდან გასვლის შესახებ, მაგრამ პარტიის სამხედრო ორგანიზცია უარს ამბობდა სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე ამასთანავე რსდმპ (ბ) პეტერბურგის ორგანიზაციაც მალევე დაბრუნდა უკან.

1917 წლის 6 ივლისს სამთავრობო ჯარებმა ბოლშევიკებთან კონფლიქტის დროს დაიკავეს სახლი. დააკავეს შვიდი ბოლშევიკი, მათ შორის ლენინის დაცვა ვასილი ვასილიევი. კშესინსკაიამ კი 1917 წლის 13 ივლისს საბოლოოდ დატოვა პეტროგრადი და ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში.

1957 წელს შენობა მეზობელ ბრანტის სახლთან ერთად გადაეცა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მუზეუმს. შენობა გადააკეთეს არქიტექტორ ნ. ნ. ნადიოჟინის პროექტის მიხედვით.

1991 წლის შემდეგ შენობაში განთავსებულია რუსეთის პოლიტიკური ისტორიის მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]