შინაარსზე გადასვლა

კშემიონკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კშემიონკი
სტატუსი Historical monument of Poland[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები პოლონეთის დროშა პოლონეთი | ქვეყნის დროშა2 | name = პოლონეთის დროშა პოლონეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2019  (43-ე სესია)
ნომერი 1599
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1599
ინგლ.რუს.ფრ.

კშემიონკი (პოლ. Krzemionki) — ნეოლითური და ადრეული ბრინჯაოს ხანის კაჟის მაღაროების კომპლექსი, სადაც მოიპოვებდნენ ზედა იურული პერიოდის (ოქსფორდული) ზოლიან კაჟს. ის მდებარეობს პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-შვენტოკშისკიდან დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს არის ევროპაში ცნობილი პრეისტორიული კაჟის მაღაროების ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსი, გრაიმს-გრეივსთან (ინგლისი) და სპიენთან (ბელგია) ერთად.[2]

კაჟის მოპოვება კშემიონკიში დაიწყო დაახლოებით ძვ. წ. 3900 წელს და გაგრძელდა ძვ. წ. 1600 წლამდე. ნეოლითურ პერიოდში მაღაროს იყენებდნენ ძაბრისებრი თასების კულტურის წარმომადგენლები, რომლებმაც კაჟის მოპოვების პროდუქტები (ძირითადად კაჟის ცულისთავები) გაავრცელეს 300 კმ-მდე მანძილზე. სფერული ამფორების კულტურამაც გამოიყენა ეს ორმოები და კიდევ უფრო ინტენსიურად, გააფართოვა რა ცულისთავების გავრცელების არეალი დაახლოებით 500 კმ-მდე.

ეს ადგილი არის პოლონეთის ისტორიული ძეგლი, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა 1994 წლის 16 ოქტომბერს. 2019 წლის 6 ივლისს კშემიონკის პრეისტორიული ზოლიანი კაჟის მოპოვების რეგიონი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: