კუ ნინძები (1987 წლის ტელესერიალი) (სეზონი 1)
კუ ნინძები (სეზონი 1) | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 5 |
ეთერში | 28 დეკემბერი 1987 – 1 იანვარი 1988 |
ამერიკული ანიმაციური ტელესერიალ „კუ ნინძების“ პირველი სეზონი ეთერში გავიდა 1987 წლის 28 დეკემბერს. მისი ჩვენება დასრულდა 1988 წლის 1 იანვარს. სეზონის მოვლენები ქრონოლოგიურად ვითარდება, ყველა ეპიზოდი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია.
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# სერიალში |
# სეზონში |
სახელწოდება | რეჟისორი | სცენარისტი | პირველად ეთერში | წარმოების კოდი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 1 | „Turtle Tracks“ | ფრედ ვულფი და ვინსენტ დეივისი | დევიდ უაიზი და პატი ჰაუეთი | 28 დეკემბერი, 1987[1][2] | S01E01 |
კუ ნინძები გადაარჩენენ ეპრილს, თუმცა მას გაიტაცებს შრედერი. შენიშვნა: პირველად ჩნდებიან კუ ნინძები, ეპრილ ო'ნილი, სპლინტერი, შრედერი, ბიბოპი და როკსტედი (ადამიანების გარეგნობით), ბერნ თომპსონი და ვერნონ ფენუიკი. მტრები: შრედერი და ქუჩის ბანდა. შენიშვნა: სერიალის პირველი ეპიზოდი. | ||||||
2 | 2 | „Enter The Shredder“ | ფრედ ვულფი და ვინსენტ დეივისი | დევიდ უაიზი და პატი ჰაუეთი | 29 დეკემბერი, 1987 | S01E02 |
შრედერი და კრენგი იტაცებენ ორ ბანდიტს, ბიბოპს და როკსტედის და მათ აქცევენ ტახად და მარტორქად. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მხოლოდ მუტანტები მოერევიან მუტანტებს. სპლინტერს იტაცებენ და კუები მის დასახმარებლად მიემართებიან. შენიშვნა: პირველად ჩნდება კრენგი. შენიშვნა: პირველიდან მესამე სეზონის ჩათვლით ეპიზოდების საბოლოო ტიტრებში გამოიყენება კადრი, რომელიც ამ ეპიზოდიდან არის აღებული - ეპრილი ხედავს ტექნოდრომს, რომელიც მიწისქვეშ მოძრაობს. მტრები: შრედერი, კრენგი, ბიბოპი, როკსტედი. | ||||||
3 | 3 | „A Thing About Rats“ | ფრედ ვულფი და ვინსენტ დეივისი | დევიდ უაიზი და პატი ჰაუეთი | 30 დეკემბერი, 1987 | S01E03 |
შრედერის მიერ დაქირავებული მეცნიერი ბაქსტერ სტოკმანი ქმნის მექანიკურ თაგვებს. ისინი სპლინტერს ეძებენ, მაგრამ ისიც და კუებიც ეპრილთან იმალებიან. შენიშვნა: პირველად ჩნდება ბაქსტერ სტოკმანი. შენიშვნა: კრენგი ათავისუფლებს მიქელანჯელოს და ეხმარება მექანიკური თაგვების მართვის პულტის განადგურებაში. მტრები: შრედერი, კრენგი, ბიბოპი, როკსტედი და ბაქსტერ სტოკმანი. | ||||||
4 | 4 | „Hot Rodding Teenagers from Dimension X“ | ფრედ ვულფი და ვინსენტ დეივისი | დევიდ უაიზი და პატი ჰაუეთი | 31 დეკემბერი, 1987 | S01E04 |
შრედერი აღებს პორტალს განზომილება X-ში. იქიდან დედამიწაზე მოულოდნელად ჩამოდიან მოზარდი ნეიტრინოები და კრენგის ორი ქვის ჯარისკაცი. კუები უმეგობრდებიან მოზარდებს და ერთად ებრძვიან კრენგს. შენიშვნა: პირველად ჩნდებიან ნეიტრინოები (კალა, დასკი და ზეკი), გენერალი ტრააგი და კუების ფურგონი. მტრები: შრედერი, კრენგი, ბიბოპი, როკსტედი და გენერალი ტრააგი. | ||||||
5 | 5 | „Shredder & Splintered“ | ბილ ვულფი | დევიდ უაიზი და პატი ჰაუეთი | 1 იანვარი, 1988[3] | S01E05 |
კუების ძალისხმევით, ტექნოდრომი განზომილება X-ში ეშვება. შენიშვნა: კრენგის ანდროიდის სხეულით და კუების დირიჟაბლის პირველი გამოჩენა . შენიშვნა: უკანასკნელი ეპიზოდი, რომელშიც ვერნონ ფენუიკს ფეტ ფრელი მტრები: შრედერი, კრენგი, ბიბოპი, როკსტედი and General Traag. |
შენიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის ბოლოს ხუთივე ეპიზოდი გამოვიდა 50 წუთიანი The Epic Begins-ის (იგივე How It All Began-ის სახელწოდებით). ბრიტანულ ვერსიაში სიტყვა „Ninja“-ს ჩაენაცვლა „Hero“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- TV Com-ზე დაარქივებული 2017-07-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|