კუ-ბაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუ-ბაბა, ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმი, ანკარა, თურქეთი

კუ-ბაბა — ძველი შუმერის ქალაქ ქიშის მმართველი ქალი ძვ. წ. XXIV საუკუნის დასაწყისში.

იგი არის ერთადერთი ქალი მმართველი ქიშის მესამე დინასტიაში, რომელიც მოხსენებულია მეფეთა სიაში. მოგვიანებით მიიჩნიეს როგორც შუმერულ-აქადური მითოლოგიის ნაწილი.

დედოფალი კუ-ბაბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციის თანახმად კუ-ბაბა ითვლება ქიშის მესამე და მეოთხე დინასტიების ფუძემდებლად. ძველი შუმერული ხელნაწერი „მეფეთა სია“ გვამცნობს, რომ თავდაპირველად კუ-ბაბა ტავერნის ან დუქნის მფლობელი. მან შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა დრამატულ მომენტში, როდესაც წინამორბედი ქიშის მეორე დინასტია დაეცა ურუქთან ბრძოლაში.ამ თვალსაზრისით უცნობია სხვა ასეთი დაბალი წარმოშობის ქალი შუმერის ისტორიაში, რომელმაც შელო და მიაღწია მმართველობის მწვერვალებს. „მფეთა სია“ მის შესახებ წერს, რომ მან გააძლიერა ქიში“.

სიის თანახმად კუ-ბაბა ქვეყანას მართავდა 100 წელი. მიაღწია დამოუკიდებლობას ლაგაშის მმართველის ენანთუმ I-ისა და ურუქის მმართველ ენ-შაკუშანისაგან. ესაგილას ქრონიკაში საუბარია, რომ იგი არის სემიტური ქალაქის, აკშაკის მმართველის ფუზურ-სამუკანის თანამედროვე. ღმერთმა მარდუქმა მას ერთგულებისათვის მისცა ძალაუფლება “მთელს მსოფლიოზე“.

მისი მმართველობის სიძლიერეზე შესაძლებელია საუბარი, რადგან იგი მოხსენიებულია ასურბანიფალის ბიბლიოთეკის წარღვნის შემდეგი პერიოდის სიებში. არ არის გამორიცხული, რომ მისი ისტორია საფუძვლად დაედო თქმულებებს ბაბილონეთის დედოფალ სემირამიდას შესახებ.

მითოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით კუ-ბაბა მიიჩნიეს, როგორცმესოპოტამიის ქალ-ღმერთი. კერძოდ, იგი იყო ქალღმერთი, რომელიც იცავდა ქალაქ ქარხემიშს. მისი გამოსახულება გავლენას ახდენს მოგვიანო პერიოდის ანატოლიურ ქალღმერთ კიბელეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]