კუფოს დეპარტამენტი
| დეპარტამენტი | |
|---|---|
|
კუფოს დეპარტამენტი ფრანგ. département du Couffo | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Aplahoué და Dogbo-Tota |
| შიდა დაყოფა | Aplahoué, Djakotomey, Dogbo-Tota, Klouékanmè, Lalo და Toviklin |
| კოორდინატები | 6°57′43″ ჩ. გ. 1°48′06″ ა. გ. / 6.96194° ჩ. გ. 1.80167° ა. გ. |
| დაარსდა | 1999 |
| ფართობი | 2404 კმ² |
| მოსახლეობა | 741 895[1] კაცი (2013) |
| სიმჭიდროვე | 308,6 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
| ოფიციალური საიტი | http://www.gouv.bj/content/le-departement-du-couffo |
![]() | |
კუფოს დეპარტამენტი (ფრანგ. département du Couffo) — მდებარეობს ბენინის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დოგბო-ტოტა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთიდან ესაზღვრება ტოგოს; ჩრდილოეთიდან ზუს დეპარტამენტს, აღმოსავლეთიდან ატლანტიკის დეპარტამენტს და სამხრეთიდან მონოს დეპარტამენტს.
დეპარტამენტის რელიეფისთვის დამახასიათებელია ზღვის დონიდან 20-დან 200 მეტრამდე სიმაღლის პლატო, რომელშიც შეჭრილია მდინარეების კაიასა და კუფოს ხეობები, რომლებიც მიედინებიან მერიდიანული მიმართულებით.[2][3]
მდინარე კუფოს აუზის პლატო შედგება მეოთხეული, მესამეული და ცარცული დანალექებისგან კრისტალურ ფუნდამენტზე. ნიადაგის საფარი წარმოდგენილია თიხის წარმონაქმნებით, რომლებიც რკინის ოქსიდის შრეებს შეიცავს.[4]
კლიმატური თავისებურებანი:
- ბენინის სამხრეთ რაიონებს აქვთ წვიმების ორი სეზონი (მარტი-ივლისი და სექტემბერი-ნოემბერი)
- ჩრდილოეთ რაიონებს — წვიმების ერთი სეზონი (მაისი-სექტემბერი)
- ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა — დაახლოებით 1200 მმ[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუფოს დეპარტამენტი შეიქმნა 1999 წელს მონოს დეპარტამენტის შემადგენლობიდან გამოყოფის გზით. ადმინისტრაციული ცენტრი — აპლაუე.[6]
დეპარტამენტი დაყოფილია 5 კომუნად:
- აპლაუე (ფრანგ. Aplahoué)
- ჯაკოტომეი (ფრანგ. Djakotomey)
- კლუეკანმე (ფრანგ. Klouékanmè)
- ლალო (ფრანგ. Lalo)
- ტოვიკლენი (ფრანგ. Toviklin)[7]
მართვის სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ბენინი ადმინისტრაციულად იყოფოდა 6 დეპარტამენტად, მოგვიანებით კი 12 დეპარტამენტად. დეცენტრალიზებული ადმინისტრაციული სამინისტროების ორგანოები (directions départementales) კურირებენ ორ-ორ დეპარტამენტს. 1999 წლის კანონმა, შეცვალა სუბპრეფექტურები (ადმინისტრირების დაბალი დონე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებად.[7] თანამედროვე სტრუქტურა:
- მუნიციპალიტეტები და კომუნალური საბჭოები ფორმირდება არჩევითი წარმომადგენლების მიერ.
- უკანასკნელი არჩევნები ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ჩატარდა 2015 წლის ივნისში.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The population of Benin. City Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-22. ციტირების თარიღი: 2014-08-22.
- ↑ (2007) Benin Mineral & Mining Sector Investment and Business Guide. Int'l Business Publications, გვ. 21–22. ISBN 9781433019012.
- ↑ McColl, R. W. (2014). Encyclopedia of World Geography, Volume 1. Infobase Publishing, გვ. 92–93. ISBN 9780816072293.
- ↑ Monroe, J. Cameron (2014). The Precolonial State in West Africa: Building Power in Dahomey. Cambridge University Press, გვ. 28–30. ISBN 9781107040182.
- ↑ (2002) Encyclopedia of World Geography, Volume 17. Marshall Cavendish, გვ. 2325. ISBN 9780761473060.
- ↑ Houngnikpo, Mathurin C.; Decalo, Samuel (2013) Historical Dictionary of Benin. Rowman & Littlefield, გვ. 29. ISBN 9780810871717.
- ↑ 7.0 7.1 Republic of Benin, Public Administration and Country profile. Department of Economic and Social Affairs (DESA), United Nations (2004). ციტირების თარიღი: 2016-11-17
- ↑ „Local elections in Benin, 2015“. African Elections Database. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
