კუს მსოფლიო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუს მსოფლიო დღე
კუს მსოფლიო დღე ფოტოსურათი
მწვანე კუ (Chelonia mydas)
ოფიციალურად ინგლ. World Turtle Day
დაწესდა 2000 წელს
თარიღი 23 მაისი

კუს მსოფლიო დღე[1] (ინგლ. World Turtle Day) ყოველწლიურად აღინიშნება 23 მაისს. ის 2000 წლიდან იღებს სათავეს და ორგანიზაცია American Tortoise Rescue-ს მიერ ფინანსდება. კუს მსოფლიო დღე შეიქმნა როგორც ყოველწლიური დღესასწაული, რომლის მიზანია ადამიანების დახმარება ხმელეთისა და ზღვის კუების დაცვისა და მთელს მსოფლიოში მათი გაუჩინარებადი ჰაბიტატის გადარჩენის საქმეში, ასევე ადამიანთა იმ ქმედებების წახალისება, რომელიც კუების გადარჩენას და განვითარებას ემსახურება.[2][3][4] ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეების ეფექტებზე ჩატარებულმა კვლევამ კუს მსოფლიო დღე მოიხსენია იმის მაგალითად, თუ როგორ ზრდიან ასეთი დღესასწაულები დაცული სახეობებების შესახებ ინტერნეტში ძიების ინტენსივობას.[5]

კუს მსოფლიო დღე მთელს მსოფლიოში სხვადასხვანაირად აღინიშნება, კუს ფორმების ან მწვანე საზაფხულო კაბების ჩაცმიდან დაწყებული გზატკეცილებზე დაჭერილი კუების გადარჩენითა და კვლევით საქმიანობებით დამთავრებული. კუს დღის საგაკვეთილო გეგმები და შემოქმედებითი პროექტები ხელს უწყობს სკოლებში კუების შესახებ სწავლებას.[6]

1990 წელს დაარსებული American Tortoise Rescue არის კუს მსოფლიო დღის დამფუძნებელი სპონსორი ორგანიზაცია.[7] ტერმინი „WORLD TURTLE DAY“ არის სიუზენ ტელემის სავაჭრო ნიშანი (მალიბუ, კალიფორნია).[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Turtle Day® | Home en. world-turtle-day. ციტირების თარიღი: 2022-04-17
  2. Be Kind to Turtles, World Turtle Day is May 23. WorldTurtleDay.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2016
  3. Celebrate World Turtle Day. Humane Society of the United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-15. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2009
  4. Wendy Heller. (13 მაისი, 2008) American Tortoise Rescue Celebrates World Turtle Day May 23rd. DivePhotoGuide.com. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2009.
  5. Chua, Marcus A.H.; Tan, Audrey; Carrasco, Luis Roman (2021). „Species awareness days: Do people care or are we preaching to the choir?“. Biological Conservation. 255: 109002. doi:10.1016/j.biocon.2021.109002. S2CID 233836573.
  6. How to Celebrate World Turtle Day?. Bee Bulletin. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2022
  7. American Tortoise Rescue Celebrates World Turtle Day May 23rd. Health News Digest (13 მაისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2009.
  8. USPTO trademark #4635425. USPTO.report. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2022