კუსებურასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუსებურასებრნი
Palomena prasina - top (aka).jpg
Palomena prasina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ოჯახი:  კუსებურასებრნი
ლათინური სახელი
Pentatomidae (Leach, 1815)

კუსებურასებრნი (ლათ. Pentatomidae) — მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. აქვს მრავალგვარი ფორმის 3-41 მმ სიგრძის სხეული, 5-, იშვიათად 6-ნაწევრიანი ულვაში, რომელიც თავის ქვედა მხარეზეა მიმაგრებული. მწერების საკმაოდ დიდი ოჯახია და მოიცავს 900-მდე გვარის 4700-ზე მეტ სახეობას.[1][2] საქართველოში ამ ოჯახიდან გვხვდება აზიური ფაროსანა (2015 წლიდან),[3] აგრეთვე ადრე ამ ოჯახში შემავალი 3 სახეობა: მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps), ავსტრალიური კუსებურა (Eurygaster austriaca) და მავრული კუსებურა (Eurygaster maurus). კუსებურასებრთა შორის ბევრი სოფლის მეურნეობის მავნებელია. მავნე კუსებურა აზიანებს მარცვლოვანებს, Nezara viridulaბამბის ბუჩქს, Eurydema-ს გვარის სახეობები — ბოსტნის ჯვაროსან მცენარეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Family Pentatomidae - Stink Bugs. Bugguide.net. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
  2. Robert G. Foottit, Peter H. Adler Insect Biodiversity: Science and Society, John Wiley and Sons, 2009, ISBN 1-4051-5142-0
  3. აზიური ფაროსანა. სურსათის ეროვნული სააგენტო. nfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.