კურშენაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კურშენაი ლიტვის რუკაზე

კურშენაი (ლიტვ. Kuršėnai) — ქალაქი ლიტვის ჩრდილოეთ ნაწილში, შიაულიაის რაიონში.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდინარე ვენტას ორივე ნაპირზეა გაშენებული შიაულიაიდან 22 კილომეტრში შიაულიაი - პალანგა და შიაულიაი - მიაჟეიკიაის გზატკეცილზე. ქალაქში ხსენებული მიმართულების ორი სარკინიგზო ხაზიც გადის. აქვეა რკინიგზის ორი სადგურიც. კურშენაიში მუშაობს შაქრის ქარხანა, საშენმასალათა კომბინატი, სარემონტო-მექანიკური და კარაქ-ყველმრეწვის ქარხნები.

ქალაქის მოსახლეობა 1897 წელს სულ რაღაც 3, 189 ადამიანი იყო, 1970 წელს 11 ათასი, 1990 წელს — 14, 9 ათასი, ხოლო 2005 წელს 13 854 მცხოვრები.

დასახელება, როგორც ვარაუდობენ, კურშების დასახლებას აღნიშნავდა.

კურშენაის გერბი

ისტორიულად კურშენაის გერბი არ ჰქონია. მისი ეტალონი მხატვარმა იუოზას გალკუსმა დაამუშავა. გერბი ლიტვის პრეზიდენტის მიერ არის დამტკიცებული 1994 წლის 22 ოქტომბერს. გერბზე გამოსახულია ხუთი ოქროს ვარსკვლავი ლურჯი ცის ფონზე და წითელი დოქი თეთრზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერილობით წყაროებში პირველი მოსხენიება XVI საუკუენს განეკუთვნება. პირველი ხის საყდარი 1523 წელს იქნა აგებული, ქვისა 1824 წელს (დაინგრა პირველი მსოფლიო ომის დროს). ახლანდელი აღჭურვეს 1927-1933 წლებში.

სოფლის მოსახლეობის ზრდაზე დადებითად იმოქმედა ლიბავო-რომენის რკინიგზის გაყვანამ.

ქალაქია 1947 წლიდან, 1962 წლამდე სარაიონო ცენტრი იყო.

კურშენაიში გაატარა ცხოვრება ლიტველმა მწერალმა-განმანათლებელმა ლაურინას ივინსკისმა. 1960 ქალაქის მთავარ მოედანზე მწერლის ძეგლი გაიხსნა.

აქ დაიბადა გენერალი სტასის როშტიკისი, პოეტი ვაცის რეიმერისი (ქალაქის საპატიო მოქალაქე); მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მასწავლებლად მუშაობდა პოეტი სტასის ანგლიცკისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]