კურტ კობეინი: არეული მონტაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კურტ კობეინი: არეული მონტაჟი“
ჟანრი დოკუმენტური ფილმი
რეჟისორი ბრეტ მორგენი
მუსიკა
სტუდია Universal Pictures
მწარმოებელი კომპანია HBO Documentary Films
დისტრიბუტორი Home Box Office
გამოსვლის თარიღი 24 იანვარი, 2015 (2015-01-24)
ხანგრძლივობა 145 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

„კურტ კობეინი: არეული მონტაჟი“ (ინგლ. Kurt Cobain: Montage of Heck) — დოკუმენტური ფილმი 1990-იანი წლების როკ-კულტის, ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტის, კურტ კობეინის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. რეჟისორი – ბრეტ მორგენი. ფილმის პრემიერა გაიმართა Sundance Film Festival-ზე 2015 წელს.[1]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეტ მორგენს ფილმის შექმნის იდეა 2007 წელს კურტის ქვრივმა, კორტნი ლავმა მიაწოდა.[2] რეჟისორი მასალების კვლევასა და დაფინანსების მოპოვებაზე რვა წელი მუშაობდა. ეს არის კურტ კობეინზე პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მის ოჯახთან თანამშრომლობით შეიქმნა.[2] ფილმის შემქმნელებს კობეინის პირად და ოჯახურ არქივებთან შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. [3] ფილმისთის სპეციალური ინტერვიუები ჩაწერეს კურტის ახლობლებთან, ესენი იყვნენ: კორტნი ლავი, კრისტ ნოვოსელიჩი, ტრეისი მერენდერი, კურტის და — კიმ კობეინი, მისი მშობლები — ვენდი ფრადენბერგი და დონალდ კობეინი. მათ კურტის ცხოვრებიდან მრავალი საინტერესო დეტალი გაიხსენეს. რეჟისორმა ინტერვიუს მოდელად გამოიყენა ინტერვიუ ფილმიდან „ლენი“. [4] ფილმი შეიცავს კობეინის ბავშვობისდროინდელ ვიდეოებს, მის ნახატებს, ტექსტურ ჩანაწერებს, უცნობ კადრებს „ნირვანას“ ადრეული გამოსვლებიდან და რეპეტიციებიდან, გამოუქვეყნებელ სიმღერებს, ასევე კურტის ოჯახური ურთიერთობის ამსახველ კადრებს მის ცოლთან და შვილთან. ფილმისთვის ანიმაციები შექმნეს ცნობილმა ანიმატორებმა: სტეფან ნადელმენმა და ჰისკო ჰალსინგმა.[5] ფილმის სათაური, „არეული მონტაჟი“, მოდის მუსიკალური კოლაჟის სახელწოდებიდან, რომელიც კურტმა 1988 წელს კასეტის ჩანაწერზე შექმნა.[3] კურტის ქალიშვილი, ფრენსის კობეინი, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.[6]

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ ფიარი „როლინგ სტოუნიდან“ ფილმს ასე ახასიათებს: „კურტ კობეინის შეულამაზებელი გამოცდილება. ამ ფილმში კურტი არაა ნაჩვენები როგორც თაობის სპიკერი, არამედ როგორც უბრალო ადამიანი, როგორც მეუღლე, როგორც მამა.“ [7] ქეითი უელში Indiewire-დან: „ჭეშმარიტი წარმატება, როგორც დოკუმენტური ფილმების წარმოებაში, ასევე კურტის მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.[8] ოდრი ადლერი NME-დან: „როკის კულტის ყველაზე ჰოლისტიკური პორტრეტი, რაც კი ოდესმე შექმნილა.“[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reilly, Phoebe (January 28, 2015). „Sundance 2015: Brett Morgen on Cobain, Courtney and 'Montage of Heck'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 8, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  2. 2.0 2.1 Gallo, Phil (November 25, 2014). „Frances Bean Cobain-Produced Kurt Cobain Documentary to Debut on HBO in 2015“. Billboard. ციტირების თარიღი: November 25, 2014.
  3. 3.0 3.1 Blistein, Jon (November 25, 2014). „Kurt Cobain Doc 'Montage of Heck' to Premiere on HBO in 2015“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 18, 2017. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  4. Jackson, Josh (February 4, 2015). „Kurt Cobain: Montage of Heck — An Interview with Director Brett Morgen“. Paste. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  5. Harvey, Dennis. (February 2, 2015) Sundance Film Review: 'Kurt Cobain: Montage of Heck'. Variety. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  6. Goodman, Jessica. (March 11, 2015) Watch The Harrowing Trailer For 'Kurt Cobain: Montage Of Heck'. The Huffington Post. ციტირების თარიღი: March 12, 2015.
  7. Fear, David (January 15, 2015). „Sundance 2015: Intimate 'Kurt Cobain: Montage of Heck' Doc Stuns at Premiere“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2015. ციტირების თარიღი: February 27, 2015.
  8. Walsh, Katie. (January 27, 2015) Sundance Review: 'Kurt Cobain: Montage Of Heck' Is An Entertaining And Moving Rock Star Portrait. Indiewire. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  9. Adler, Audrey (January 27, 2015). „Kurt Cobain: Montage Of Heck - First Look Review“. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2015. ციტირების თარიღი: February 27, 2015.