კუროდა კიიოტაკა
კუროდა კიიოტაკა | |
---|---|
იაპონ. 黒田清隆 იაპონ. 黑田 淸隆 იაპონ. 仲太郎 | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1840 |
დაბადების ადგილი | Shinyashiki-chō |
გარდაცვალების თარიღი | 23 აგვისტო, 1900[1] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო |
მოქალაქეობა | იაპონია |
ჯილდოები | ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, Order of the Rising Sun with Paulownia Flowers, 1st class, Grand Cordon of the Supreme Order of the Chrysanthemum და წითელი არწივის ორდენი |
![]() | |
კუროდა კიიოტაკა (იაპონ. 黒田 清隆; დ. 16 ოქტომბერი, 1840 — გ. 25 აგვისტო, 1900), ასევე ცნობილი როგოც კუროდა რიოსუკე (იაპონ. 黑田 了介) — მეიძის ეპოქის იაპონელი პოლიტიკოსი,[2] იაპონიის პრემიერ-მინისტრი (1888-1889).
კუროდა ხელმძღვანელობდა ჰოკაიდოს კოლონიზაციის კომისიას. ის იქ ცხოვრობდა 1870-1882 წლებში, პერიოდულად ჩადიოდა ტოკიოში, რათა მოეხსენებინა ანგარიში მთავრობისათვის. 1878 წელს, ოკუბო ტოშიმიჩის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდა საცუმის კლანის ლიდერი. ჰოკაიდოში თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე მას სახელმწიფო ქონების გაყიდვაში დაადანაშაულეს.
1888 წელს იგი გახდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი და მონაწილეობა მიიღო მეიჯის კონსტიტუციის მიღებაში. თუმცა, მომდევნო წელს იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს თანამდებობა სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას რამდენიმე სერიოზული შეცდომის დაშვების გამო. მოგვიანებით ის გახდა გენრო, კომუნიკაციების მინისტრი და საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Auslin, Michael R. (2006). Negotiating with Imperialism: The Unequal Treaties and the Culture of Japanese Diplomacy. Cambridge: Harvard University Press. ISBN 0-674-01521-5; ISBN 978-0-674-01521-0; OCLC 56493769
- Marius Jansen (2000). The Making of Modern Japan. Cambridge: Harvard University Press. ISBN 0674003349, ISBN 9780674003347; OCLC 44090600
- Donald Keene. (2002). Emperor of Japan: Meiji and His World, 1852-1912. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-12340-X; ISBN 978-0-231-12340-2; OCLC 46731178
- Nussbaum, Louis-Frédéric and Käthe Roth. (2005). Japan encyclopedia. Cambridge: Harvard University Press. ISBN 0-674-01753-6; ISBN 978-0-674-01753-5; OCLC 58053128
- Sims, Richard L. (2001). Japanese Political History Since the Meiji Renovation 1868-2000. New York: Palgrave Macmillan. ISBN 0312239149, ISBN 9780312239145; ISBN 0312239157, ISBN 9780312239152; OCLC 45172740
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). «Kuroda Kiyotaka» in Japan Encyclopedia, p. 578 Google წიგნებში.